ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი – ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება

0
728

ბრაზილიელმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, ისაუბრა, რა გველოდება 2024 წელს. მან ადრე უკვე იწინასწარმეტყველა COVID–ის პანდემია, დედოფალ ელისაბედის სიკვდილი და 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი.

37 წლის ათოს სალომეს (Athos Salome) თქმით, საკმაოდ დატვირთული წელი გველოდება.

სტიქიური უბედურებები

სტიქიური უბედურებების სერია მთელ მსოფლიოს თავს დაატყდება და სალომე ირწმუნება, რომ იცის ზუსტი ადგილები, სადაც ეს მოხდება.

„ბუნება ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას“ – გვაფრთხილებს ნათელმხილველი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას და აშშ–ს სტიქიური უბედურებები თავს დაატყდება, მათ შორის ქარიშხალი, შტორმი და ტყის ხანძარი.

მესამე მსოფლიო ომი

სალომეს კიდევ ერთი წინასწარმეტყველება არის ახალი საფრთხე, რომელიც გამოიწვევს გლობალურ კონფლიქტს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებული არ იქნება.

სალომე ამბობს, რომ საფრთხე მოდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარი მოვლენებიდან ან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებიდან. გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ღრმა შედეგები და გამოიწვევს რეცესიას რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში.

ასევე ბრაზილიელი პროგნოზირებს აშშ–ში შეჭრას 2024 წელს. „აშშ–ს უღალატებენ და იქნება შეჭრა, გეგმავენ თავდასხმას და იქნება უარესი, ვიდრე ოსამა ბინ ლადენის თავდასხმა 2001 წლის 11 სექტემბერს“ – წერს ის. სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი