ახდენთ თუ არა ზემოქმედებას სხვებზე თქვენი ბიოველით

0
301

ენერგეტიკული პოტენციალი არის ადამიანის უნარი, გამოიმუშაოს საკუთარი ენერგია, აითვისოს გარედან, დააგროვოს და გამოიყენოს რაციონალურად. თუ ადამიანი ენერგიას სიკეთეს მოახმარს, უკან ორმაგი ენერგია უბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ენერგიას აგროვებს. ასეა უარყოფითი ენერგიაც – თუ ნეგატიურ ენერგიას გასცემს, უკანაც ნეგატიური უბრუნდება – კარგავს ძალას, ჯანმრთელობას. როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიკეთის ენერგია უკან გვიბრუნდება, შინაგანად გვავსებს ბედნიერებით, სიხარულით. ბედნიერი ადამიანი კი, ჰარმონიულია და მის გვერდით ყოფნა ყველას მოსწონს, თავს კომფორტულად გრძნობენ. თავის თავში დარწმუნებული, ბედნიერი ადამიანი განსაკუთრებულ ძლიერ ენერგეტიკას ასხივებს და თავის გარშემო სივრცეს პოზიტივით ავსებს. ადამიანის ძლიერი ენერგეტიკა გარშემო მყოფთათვის „აკუმულატორის“ ფუნქციას ასრულებს. ასეთ ადამიანებს საკუთარი ბიოველით სხვა ადამიანებზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. ამავე დროს, უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანი გარშემო მყოფებში სრულებით საწინააღმდეგო მდგომარეობას იწვევს, კერძოდ, დისკომფორტს, განგაშის, დათრგუნვის შეგრძნებას. ამ დროს სუსტი ენერგეტიკის ადამიანი შესაძლოა, ცუდადაც გახდეს.

ენერგეტიკული პოტენციალის მიხედვით, სხვადასხვაგვარი ადამიანები არსებობენ:

ადამიანი ენერგეტიკული სარკე – ასეთი ენერგეტიკის ადამიანისკენ მიმართული ენერგეტიკა, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, სუბიექტს უკან უბრუნდება, ანუ მათ ენერგიის არეკვლა ახასიათებთ. კარგად ხვდება, ვინ არის და ცდილობს, უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანთან კონტაქტი არ ჰქონდეს.

ადამიანი ენერგეტიკული ვამპირი – მათთვის საკუთარი ენერგეტიკის გაძლიერების ყველაზე მარტივი საშუალება სხვა ადამიანებისგან ენერგიის მიღებაა. აგრესიული, დაჟინებული მოთხოვნების ადამიანები არიან, უარყოფით ენერგიას გამოსცემენ. ენერგიის მიღებისთვის კი მათთვის ყველაზე ხელსაყრელი კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, ჩხუბი და სხვა ადამიანის დამცირებაა. ამის შემდეგ მათი განწყობა მკვეთრად იცვლება უკეთესობისკენ, ბევრად ენერგიულები ხდებიან და გრძნობენ ძალთა მოზღვავებას, რადგანაც სხვისი ენერგია უკვე კარგად შეიწოვეს.

ადამიანი ენერგეტიკული კედელი – ძლიერი ენერგეტიკის ადამიანია, თითქოს ჯავშანს ატარებენ და ნებისმიერ უსიამოვნებას ისხლეტენ. თუმცა, მათ მიერ ასხლეტილი უარყოფითი ენერგია, შესაძლოა, ამ ენერგიის გამცემ ადამიანს კი არა, მათ გვერდით მდგომ, ნებისმიერ სხვა ადამიანთან გადავიდეს.

ადამიანი ენერგეტიკული ტკიპა – ენერგიას პირდაპირ არ იღებენ, მაგრამ სხვა ადამიანების ცხოვრებისეულ სივრცეში შეღწევასა და იქ, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩენას ცდილობენ. დაბალი, ცუდი ენერგეტიკის მ?ატარებლები არიან. სხვა ადამიანების ენერგიას თანაგრძნობის, რაიმე მორალური დახმარების, რჩევების სახით იღებენ. ადამიანებს ირიბი გზებით აიძულებენ მათთან კონტაქტს და ასე „იკვებებიან“ მათი ენერგიით.

ადამიანი ენერგიის მშთანთქმელი – მგრძნობიარეები არიან – უყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და სხვის ენერგიაზე ზემოქმედება. შთანთქავენ როგორც უარყოფით, ისე დადებით ენერგიას. უმიზეზოდ ნაწყენდებიან, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდებათ. აქტიურად ერთვებიან ადამიანების პრობლემებში და გარშემო )მყოფთა ბიოველზე დადებითად ზემოქმედებენ, მაგრამ მათი დაჩქარებული ენერგოგაცვლა თვითონ მათზე უარყოფითად მოქმედებს.

ადამიანი ენერგეტიკული თვითგამანადგურებელი – ჩაკეტილი არიან საკუთარ თავში. არ შეუძლიათ თავის სასარგებლოდ ენერგიის გადანაწილება და იმავე დროს ენერგიის ნეგატიურ მარაგს ქმნიან. მათ ზედმეტი ცნობიმოყვარეობა ახასიათებთ და ამ თვისების გამო ხშირად ბევრ უსიამოვნებაში ეხვევიან.

ადამიანი ენერგეტიკული ფილტრი – ძლიერი ენერგეტიკა აქვთ, შეუძლიათ, „გაატარონ“ დიდი რაოდენობით როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგია. ასეთი ადამიანები ხშირად არიან წარმატებულები.

ადამიანი ენერგეტიკული შუამავალი – კარგად ფლობენ ენერგიის გაცვლის მეთოდს. თუ ასეთ ადამიანს ნეგატიურ ინფორმაციას გაუზიარებთ, ანუ გადასცემთ უარყოფითი ენერგიის ნაწილს, ისინი მიღებულ უარყოფით ენერგიას ვერ უმკლავდებიან და ინფორმაციას სხვას გადასცემენ. იგივე ხდება დადებითი ენერგიის გადაცემისასაც.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ