„ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას

SheniHoroskopi.ge
ავტორიSheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
5 წუთიანი წაკითხვა

განვითარების ბნელი გზა: რა არის ეს და როგორ ამოვიცნოთ „ბნელი სული”? – არაერთხელ გვისაუბრია კარმაზე, რეინკარნაციაზე – ხელახლა დაბადებაზე და იმაზეც, რომ ადრე თუ გვიან, ადამიანი ცუდი საქციელისთვის აუცილებლად დაისჯება, უფრო სწორად, თავისი ნამოქმედარის „მეორე მხარესაც“ გამოცდის – გაივლის იმავეს, რაც მის ქმედებათა „მსხვერპლმა“ განიცადა. როგორ მიმდინარეობს მთელი ეს ციკლი, რა ზიანია „ბნელი სულებისგან“ მოსალოდნელი და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი საზოგადოებაში, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ელდარ ბ.

– „სულის ბნელი გზა” ეზოთერიზმში – მითები და რეალობა. ამ თეორიის მიხედვით: არსებობენ „ბნელი სულები“, რომლებიც ჩვენს სამყაროში იმისთვის იჭრებიან, რომ შეგნებულად შემოიტანონ ნეგატივი. ყველაზე საინტერესო კი მასში ისაა, რომ ასეთ სულებს ცუდი საქმეებისთვის „არაფერიც არ მოეკითხებათ”. ანუ, „ნათელი” ადამიანებისგან განსხვავებით, მათ კარმა არ სჯის, რადგან განზრახ „ემსახურებიან სიბნელეს”. ამიტომ, რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინონ, ბოლოს მაინც ბედნიერად იცხოვრებენ… ამ თეორიაში ვეთანხმები მხოლოდ იმას, რომ ნამდვილად არის სულების გარკვეული კატეგორია, რამდენიმე ან თუნდაც მრავალი სიცოცხლის განმავლობაში რომ მიჰყვება „ბნელ გზას“.

– რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ „ბნელი სული“?

– აღვწერ რამდენიმე ძირითად ტიპს: 1. ადამიანი, რომელიც სიამოვნებას სხვისი უარყოფითი ემოციების: შიშის, სირცხვილის, სიძულვილის, ტკივილისგან იღებს. ამით „იკვებება“ და თავსაც სხვებზე უპირატესად მიიჩნევს; 2. ხელისუფლებაში მოდის ფულისა და გავლენის მოსახვეჭად, რისთვისაც უკან არაფერზე იხევს, ხოლო მის მიზანს შეწირულთა განადგურებული ცხოვრება, საერთოდ არ აწუხებს, ან დიდებას დამსახურებად მიიჩნევს; 3. მაშინაც კი, თუ „ბნელი სული“ ძალაუფლებისა და გავლენისკენ არ ისწრაფვის, მუდმივად მაინც იმის მოთხოვნილება აქვს, დაამციროს, გააღიზიანოს, გაამწაროს სხვები – ეს ერთგვარი „ემოციური გაფუჭება“ ან აუცილებელი საზრდოა იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს. ამან კი, მოსიყვარულე ოჯახსა და კარგ პირობებში გაზრდის მიუხედავად, შეიძლება ადრეული ასაკიდანვე იჩინოს თავი,; 4. „ბნელი სულები”, განსაკუთრებით, ვინც განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია, სამყაროს ყოფენ „ჩვენიანებად” და „სხვებად”. „ჩვენიანები“ მათთან დაახლოებულ ადამიანთა მცირე ჯგუფია, ხოლო, ვინც ნეგატიური განვითარების მხრივ უფრო შორს წავიდა – კერპები, რომლებთანაც გულწრფელი და ძლიერი გრძნობები აკავშირებთ: შეუძლიათ შეიყვარონ, დაიცვან და ერთგულად ემსახურონ კიდეც. უფრო მეტიც, სხვების მიმართ დაუნდობელნი, მზად არიან, თავისიანებს მთელი სამყარო ფეხქვეშ გაუფინონ. „სხვები“ კი ყველა დანარჩენია, რომელთაც სახარჯო მასალად, „ნადავლად” მიიჩნევენ. მათი დამცირებით თავს უკეთ გრძნობენ, გამოყენებით კი, მიზნისკენ გზას იხსნიან და თავიდან იშორებენ – არც სწყალობენ და არც თანაუგრძნობენ: სუსტებად და მდაბიოებად მიიჩნევენ. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ისეთ მშვენიერ თვისებებს, როგორიც გულმოწყალება, თავგანწირვა და თანაგრძნობაა, „ბნელი სულები“ საერთოდ არ აფასებენ „სხვებში“. მართალია, საჭიროების შემთხვევაში „სხვების“ ამ თვისებებს აქტიურად იყენებენ, მაგრამ საკუთარი მხსნელებიც კი სულელებად მიაჩნიათ. ამბობენ, ისიც კი არ იციან, რაზე ხარჯავენ ენერგიას და ასეთი „დედა ტერეზას“ ირგვლივ მყოფებს სხვა რა დარჩენიათ, თუ არა მათი სისულელით ისარგებლონ და ამაში ცუდი არაფერიაო; 5. „ბნელი სულის“ ყველაზე საშინელი თვისებაა ალბათ, რომ, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, სინანულის გრძნობა არ გააჩნია. ასეთ ადამიანებს სინდისი „გამორთული” აქვთ და არ მუშაობს. ერთადერთი გამონაკლისი „საკუთარ ხალხთან” ურთიერთობაა – ამ შემთხვევაში, ჩნდება ხასიათის საუკეთესო და კეთილშობილური თვისებები. საყვარელი ადამიანისთვის მიყენებულმა უმნიშვნელო ზიანმაც კი შეიძლება, ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს მათში.

READ  „აიღეთ ნებისმიერი 3 მონეტა" - რიტუალი ფინანსური სირთულეებისგან გასათავისუფლებლად
იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

– როგორ უნდა გამოვავლინოთ „ბნელი სულები“ საზოგადოებაში?

– არსებობს სტერეოტიპი, რომ „ბნელი სული“ აუცილებლად „სადისტი მანიაკი-სატანისტია“, რომელიც გამუდმებით ახალ დანაშაულზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის! მათი უმეტესობა, ოდნავ თუ განსხვავდება სხვებისგან – ცხოვრობს ჩვეულებრივად, კანონთან შესაბამისობაშიც კი და უფრო მეტიც, ზოგი რეგულარულად დადის ეკლესიაში და ფულსაც ქველმოქმედებას სწირავს. როგორც წესი, საკმაოდ გონივრები არიან, ესმით, რა მნიშვნელოვანია იმიჯი და რეპუტაცია, რასაც, მთელი ცხოვრება გულმოდგინედ აშენებენ. მათი ნამდვილი ბუნება კი ურთიერთობებში ვლინდება – რეგალიით მათზე დაბლა მდგომსა და უმწეოს აბულინგებენ, აშანტაჟებენ და ამით სიამოვნებას იღებენ. თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ავლენენ კონკურენტებთან და მტრებთან – შეუძლიათ, ნებისმიერი გზით მიაყენონ მათ ზიანი და ამისთვის მაგია გამოიყენონ, ჯადოსა თუ სხვადასხვა რიტუალის სახით. მათი გამოაშკარავების საუკეთესო დროა, ასევე, ფორსმაჟორული სიტუაციები: ომი, სტიქია… როცა კანონები პრაქტიკულად არ მუშაობს და „ბნელები“ თავს თავისუფლად გრძნობენ: არ ეშინიათ დასჯის და ნებისმიერი გზით ცდილობენ, მიზანს მიაღწიონ. ამის ისტორიული მაგალითია ნაცისტური გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს. ბევრი მათგანი, ვინც ადრე კეთილსინდისიერი მცხობელი, გლეხი ან მშენებელი იყო, საკონცენტრაციო ბანაკებში დაიწყეს მუშაობა და იქ ისეთი რამ ჩაიდინეს, მათ შთამომავლებს თმა ყალყზე დაუდგათ… თუმცა, რომ არა ომი, მათი უმეტესობა სრულიად ჩვეულებრივად იცხოვრებდა და მათი მიდრეკილებების შესახებ არავის ეცოდინებოდა… მართალია, შესაძლებლობა მიეცემოდათ თუ არა, სიამოვნებით „ჩაანაცვლებდნენ“ მეზობელს და მის ადგილს დაიკავებდნენ, არ გამოირჩეოდნენ თანაგრძნობითა და „სულიერი კეთილშობილებით“… მაგრამ მაინც დიდად არ განსხვავდებოდნენ დანარჩენებისგან. ასე რომ, უკვე იცით, როგორ გამოიყურებიან, ეგრეთ წოდებული, „ბნელი სულები“ და რით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან, მაგრამ უსასრულო არაფერია! ვინც ამჟამად „ბნელ გზას“ ადგას, სამუდამოდ ასე არ იქნება. ადრე თუ გვიან „პოლუსი შეიცვლება”.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniHoroskopi.ge. „ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98/
shenihoroskopi.ge
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მთელი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniHoroskopi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.