ბოშათა უძველეს ჰოროსკოპსაც ზოდიაქო 12 ნიშანი აქვს: მაგრამ არ ჰგავს ჩვენ შეჩვეულ ასტროლოგიურს. ის სპეციალური ჯადოსნური ბურუსითაა მოცული და შეუძლია ყოველი ადამიანის შესახებ, რამდენიმე წინადადებაში, მთელი სიმართლე თქვას.
თასი – 21.01-19.02
ბოშები თვლიან, რომ ამ ნიშნით საკმაოდ ცვალებადი და მერყევი ადამიანები იბადებიან. მათ ახასიათებთ დაწყებული საქმის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდანვე გააჩნიათ უზომოდ დიდი კრეატივის ნიჭი და გამომგონებლური აზროვნება. თასები ძალიან მგრძნობიარე ინდივიდები არიან. მათი ოცნებაა გარშემო მყოფებთან ერთად სრულ ჰარმონიასა და კომფორტში ცხოვრება. მართალია, ხშირად ზარმაცობენ, მაგრამ საკმაოდ ქუდბედიანები არიან. გააჩნიათ მიდრეკილება მფლანგველობისაკენ და ხშირად ვარდებიან ვალებში, რაც რესურსების არასწორი გამოყენებითაა განპირობებული. ადვილად იღლებიან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. რის ხარჯზეც აქვთ რისკი გაიჩინონ სისტემური დაავადებები.
კაპიუშონი – 20.02-20.03
ეს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები, სერიოზულები და მშვიდები არიან. მათი საუკეთესო თვისებაა ნამდვილი მეგობრების ამოცნობა და შემოკრება გარშემო. მეგობრები მათ ყოველთვის ეხმარებიან საჭირო დროსა და მომენტში. ადამიანები, რომელთაც კაპიუშონის პერიოდში არგუნათ ბედმა დაბადება, მუდმივად ნერვიულობენ ფინანსებზე. თუმცა, როგორც წესი, მარტივად და იოლად შოულობენ ფულს და ზოგადად ფინანსური პრობლემები მათ ცხოვრებაში, მარტივად გვარდება. ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ გასაოცარი გამომგონებლური ნიჭი, რაც გადამწყვეტ მომენტში მათივე სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე. მუშაობაში კაპიუშონები პრინციპულები, მშრომელები და მეთოდურები არიან. საიმისოდ, რომ ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნონ, პერიოდულად სჭირდება იზოლაციასა და სიმშვიდეში დასვენება. მათი ორგანიზმისთვის ასევე კარგია ვარჯიში და მასაჟი.
ხანჯალი – 21.03-20.04
საკმაოდ პრაქტიკული, პრინციპული და შემტევი ადამიანია. მებრძოლი სული აქვს, გამჭრიახი გონება და, როგორც წესი, წვრილმანებზე არასოდეს კარგავს დროს. მძაფრი ინტუიციითა და კარგი ფინანსური ალღოთი გამოირჩევა. ხშირად სწყალობთ ბედი აზარტულ თამაშებში და ზოგადად, უყვართ რისკი ცხოვრებაში. ხანჯალი კონკურენციისა და შეჯიბრის მოყვარული ნიშანია. ამიტომ მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს გამოწვევების გარეშე. მისი ნაკლია იმპულსურობა და სიფიცხე. რაც ხშირად აგრესიულ ქმედებებში გადასდის, ეს კი დიდწილად ვნებს მისსავე რეპუტაციას. სამაგიეროდ, გამოირჩევიან ძლიერი, რკინისებური ჯანმრთელობითა და კარგი ორგანიზატორული თვისებებით.
გვირგვინი – 21.04-20.05
გვირგვინები კომფორტისა და ფუფუნების მოყვარულები არიან. მათ უმეტესობას სწამს, რომ ამქვეყნად ყველაფერში საუკეთესოს იმსახურებენ. ამასთან, ფინანსების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ახასიათებთ და საკუთარ დოვლათს ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებენ. გვირგვინები უდიდესი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ზოგჯერ იმდენად ჯიუტები არიან, რომ გარშემო მყოფებში აღშფოთებას იწვევენ საკუთარი საქციელით. სამაგიეროდ, ეს ის ხალხია, ვინც მუხლჩაუხრელი შრომით ახერხებს ცხოვრებაში სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოპოვებას. მათ არ აშინებთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, რაც საბოლოოდ წარმატებისა და სიმდიდრის საწინდარი ხდება მათთვის. ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს ბიზნესში, მრეწველობასა და შოუბიზნესში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით, რომელსაც სწორი კვებითა და დასვენებით თუ შეუწყობენ ხელს, მათი სასიცოცხლო პოტენციალი ერთი-ორად გაიზრდება. სრულად