გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას – გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

0
270

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და მეგობრული მერწყულის, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

 მოისმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა რჩევები.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მოიმატებს ჭორების, ტყუილის და ცილისწამების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ მოაგვაროთ პრობლემები დიპლომატიურად ზედმეტი კამათისა და ბრალდებების წაყენების გარეშე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს ხორცის, ალერგიული საკვების და ზედმეტი სითხის მიღება. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, სარდიონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze