გარკვეული მაგიური თვისებები აქვს იმ თეფშს, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ

0
427

ის ჭურჭელი, რომელსაც ადამიანი იყენებს, მოვლენათა ნიუანსებსა და იმ ინფორმაციას ინახავს, რომელსაც მისი მფლობელი გადასცემს. დღეს ბევრი ყიდის ოჯახიდან სხვადასხვა ნივთს, ჭურჭელს, ლარნაკებს და ასე შემდეგ. გირჩევთ, სანამ ასეთ ნივთს შეიძენთ, აუცილებლად დაინტერესდეთ მისი ყოფილი მფლობელის ბედით. თუ ის კეთილი ადამიანი იყო, მის ნაქონ ჭურჭელსაც დადებითი აურა აქვს.

გარკვეული მაგიური თვისებები აქვს ჭურჭლის ფორმასაც. ადამიანზე გავლენას ახდენს ის თეფშიც კი, რომლიდანაც საკვებს იღებს და მიირთმევს. მაგალითად:

* მრგვალი თეფშიდან საჭმლის ჭამა ავი თვალისგან იცავს ადამიანს;

* კვადრატული თეფშის მოყვარული ადამიანი ამაღლებული ბუნებითა და რომანტიკულობით გამოირჩევა, მის გვერდით სასიამოვნოა ყოფნა, რადგან დადებით ენერგიას ასხივებს;

* სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა, ადამიანს მეტ პიკანტურობას სძენს.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა ხატია თეფშზე, რომლიდანაც თქვენ ყოველდღიურად მიირთმევთ საკვებს. კერძოდ, თუ თეფშზე ათასგვარი ციფრი ან იეროგლიფია მოხატული, ამ დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან მათი კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ-ინფორმაციულ კოდს ქმნის. თუ ეს კოდი თქვენთვის უბედურების მომტანია, საფრთხეც ყოველდღიურად იზრდება.

რაც შეეხება ჭურჭლის ფერს, ესეც მოქმედებს ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. კარგად დააკვირდით, რა ფერის თეფშიდან მიირთმევთ საჭმელს, რა ფერის ჭიქიდან სვამთ წყალს, ჩაის თუ ყავას, რა ფერის ტაფაზე ან ქვაბში ამზადებთ კერძებს. მაგალითად:

* წითელი შეფერილობის ჭურჭელში მომზადებული კერძი, ენერგიით აგავსებთ. ენერგიით მოგამარაგებთ ამ ფერის თეფშიდან და ჭიქიდან მიღებული საკვები და სასმელი;

* თუ გსურთ, საკუთარი თავი და შესაძლებლობები უკეთესად წარმოაჩინოთ, მაშინ ყავისფერი ჭურჭელი გამოიყენეთ;

* თეთრი ფერის ჭურჭელი აზრების კონცენტრირებაში დაგეხმარებათ;

* კარგია, თუ კერძებს ცისარტყელას ფერების ჭურჭელში მოამზადებთ და ამავე ფერის თეფშიდან მიირთმევთ.

ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ ვისთან ერთად აპირებთ სუფრასთან დაჯდომას და ჭამას.

* თუ გულახდილი საუბარი გსურთ, მაშინ მაგიდა თეთრი ფერის ჭურჭლით გააწყვეთ და ეს შესაბამისად, ხელს შეგიწყობთ;

* არასასურველი სტუმრებისთვის ყვითელი შეფერილობის ჭურჭელი გამოიყენეთ და ასე გაუმასპინძლდით;

* თუ ადამიანთან გრძნობებზე საუბარი გსურთ, მაშინ ცისფერი ამჯობინეთ;

* ვარდისფერი ჭურჭელი დაგეხმარებათ, საყვარელი ადამიანის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატოთ და მეტად გაიხსნათ;

* თუ სუფრასთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გელით, მაშინ მაგიდა მწვანე ფერის ჭურჭლით გააწყვეთ.

ასევე, გაითვალისწინეთ და სუფრაზე აუცილებლად დადეთ ერთი ზედმეტი თეფში. ეს აწონასწორებს კეთილი და ბოროტი ძალების მოქმედებას სუფრასთან მსხდარ ადამიანებს შორის. თეფშზე დანა-ჩანგალი აუცილებლად გადაჯვარედინებულად დადეთ და გვერდით ნუ მიუწყობთ. თუ ასე მოიქცევით, სტუმრის კეთილგანწყობას და გულახდილობას ნამდვილად დაიმსახურებთ.

გაითვალისწინეთ, რომ წლის ყველა სეზონს, თავისი ფერის ჭურჭელი უნდა შეურჩიოთ: ზამთარს მუქი ფერის თეფშები უხდება, შემოდგომით ოქროსფერი ჭურჭელი გამოიყენეთ, ეს თავდაჯერებულობას შეგძენთ და ასევე, სითამამესაც. გაზაფხულზე ადამიანში სასიცოცხლო ძალები და ტონუსი შემცირებულია, ამიტომ, ამ დროს მწვანე ჭურჭელი მოიხმარეთ. ზაფხულში კი ადამიანი სიყვარულის მოზღვავებას გაცილებით მეტად გრძნობს, ამ დროს წითელი თეფში და ჭიქა დააბალანსებს თქვენს ენერგიებს, ხოლო ურთიერთობებს რომანტიკულ და სასიამოვნო ელფერს შესძენს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze