ეს რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ

0
1037

სარკისებური თარიღის დროს მნიშვნელოვანია, წესრიგსა და სისუფთავეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სახლის დასუფთავებისას, გარკვეული ენერგეტიკული ცენტრები უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, საფუძვლიანად დაასუფთავეთ წინა კარის მიმდებარე ტერიტორია. ამ გზით სამყაროს გაუგზავნით შეტყობინებას, რომ გსურთ თქვენს სახლში სიუხვე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა შემოვიდეს.

აბაზანის, იატაკისა და ფანჯრების გაწმენდა, კარადების და უჯრების გასუფთავება, რეორგანიზაცია შესანიშნავი გზაა ამ დღის ენერგიის გამოსაყენებლად. ასე გექნებათ შანსი, რომ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ემოციები, გულწრფელი და სუფთა კავშირები და კეთილდღეობა მოიზიდოთ.

თქვენს დღიურში, რვეულში, ან უბრალოდ ფურცელზე მოკლედ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ბედნიერებაში ხელს გიშლით და გსურთ, რომ თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ფურცელი რამდენჯერმე გადაკეცეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოათავსეთ, ცეცხლი მოუკიდეთ და დააკვირდით, როგორ იწვება. პარალელურად, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ თავისუფლდებით ყველაფრისგან, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. ფერფლი კი გადაყარეთ. აღნიშნული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები მოიზიდოთ და ძველ, ტოქსიკურ ურთიერთობებზე უარი საბოლოოდ თქვათ.

გამოიყენეთ სიმბოლოები
ფანჯრის რაფაზე ან აივანზე რამდენიმე საყვარელი კრისტალის ან მნიშვნელოვანი ნივთის განთავსება შესანიშნავი გზაა, რომ ამ თარიღისა და სავსე მთვარის ენერგია მოიზიდოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ჭიქაში წყალი აავსოთ, ფანჯარასთან დატოვოთ ისე, რომ მთვარის შუქი ხვდებოდეს და პერიოდულად დალიოთ, როცა უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობთ.

მედიტაცია ვიზუალიზაციით

შეგიძლიათ, ოთახში მშვიდად მოკალათდეთ. გაიკეთოთ თვალის ნიღაბი, აანთოთ სურნელოვანი სანთლები, ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკა და პარალელურად, წარმოიდგინოთ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ. გაამახვილეთ ყურადღება მცირე დეტალებზეც კი. ამ გზით სამყაროს თქვენი მიზნებისა და ოცნებების შესახებ გაუზიარებთ და მისგან შესაბამის ენერგიასაც მიიღებთ, რომ წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ,

დაასრულეთ საქმეები და დაისვენეთ

ეს დღე ახალი პროექტებისა და საქმის წამოწყებისთვის არ გამოგადგებათ. უმჯობესია, არსებული საქმეები დაასრულოთ, დრო მშვიდად გაატაროთ და დაისვენოთ. ენერგია, რომელსაც აღნიშნულ დღეს მიიღებთ, კიდევ დიდხანს გაგყვებათ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ