კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
კარგი დროა ახალი საქმეებისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და მოგზაურობისთვის. სასიყვარულო ფრონტზე კი, სურვილის მიუხედავად, დიდი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებთ.
კურო ♉
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძველ საქმიან პარტნიორებს მიმართეთ დახმარებისათვის. იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, ეცადეთ მეტად ყურადღებიანი იყოთ. ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არაა.
ტყუპები ♊
ადვილად გაართმევთ თავს ძველი საქმეების დასრულებას და შესაძლოა კარგი გასამრჯელოც აიღოთ. სამსახურში პრობლემების გაჩენისას დაფიქრდით იმაზე, თუ რისი შეცვლაა აუცილებელი. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არაფერი დაკარგოთ.
კირჩხიბი ♋
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, მოგზაურობებსა და შეხვედრებს. რთული პერიოდია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისათვის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ხშირად დაისვენეთ.
ლომი ♌
საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ხელმძღვანელი პირების მოწონებას დაიმსახურებს. გაზრდილი მომხიბვლელობა ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეგძენთ. ზედმეტად ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დროულად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.
ქალწული ♍
კარგი დროა პროფესიის ან სამსახურის შეცვლისათვის, რაც ერთდროულად ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და კარიერულ ზრდასაც უზრუნველყოფს. ახალი ურთიერთობის გამო მზად იქნებით გაწყვიტოთ ძველი კავშირი. კარგი დროა, უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობებისათვის.
სასწორი ♎
ჩანაფიქრების განხორციელების დროა. ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. კარგი დროა იმიჯის დასახვეწადაც. დადებითი ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე.
მორიელი ♏
თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა დაქვეითებულია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის არც პროფესიონალურ საქმიანობას და არც მიზნის მიღწევას. საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებიან.
მშვილდოსანი ♐
აქტიური მუშაობის, შეხვედრებისა და საინტერესო კავშირების დამყარების პერიოდია. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი მოვლა იდილიურ სასიყვარულო ატმოსფეროს შექმნის. შორეული მოგზაურობა კი სჯობს დროებით გადადოთ.
თხის რქა ♑
არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად. მეუღლესთან ან ბავშვებთან მიმართებაში ნუ გაამწვავებთ ურთიერთდამოკიდებულებას და ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს. გადაადგილებები და მოგზაურობები მინიმუმამდე შეამცირეთ.
მერწყული ♒
თამამად განახორციელეთ ძველი ჩანაფიქრები. გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. მოგზაურობამ, შესაძლოა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ახალი მიზნებისკენ გიბიძგოთ.
თევზები ♓
მთავარ საზრუნავს ფინანსური საკითხები და შემოსავლის გაზრდა წარმოადგენს. საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას დიდ ხანს ნუ გააგრძელებთ. სიამოვნებას მოგიტანთ იმიჯის ცვლილება და ვარჯიში. დადებითად ჩაივლის ახლო მოგზაურობა.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi