ზოდიაქოს ამ ნიშნებს, ნოემბერში ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

0
67
ზოდიაქოს ნიშნები

ტრადიციულად, თვე, რომელსაც უმეტესად მორიელის ენერგია მართავს, წლის ყველაზე რთულ თვედ ითვლება. მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და ძლიერი ნიშანია, არ უყვარს თვალთმაქცობა და ხშირად ხისტი კომუნიკაცია აქვს, რაც კონფლიქტების რისკსაც ზრდის. ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს კი მომდევნო თვის განმავლობაში ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

მორიელი

15 ნოემბერს კუროს ნიშანში სავსე მთვარე გველოდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შესაძლოა, არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგროვდა და ახლა მოგიწევთ, არსებულ ურთიერთობებს გადახედოთ და ყველაფერი რეალურად შეაფასოთ. უნდა იყვნენ თუ არა ის ადამიანები თქვენ გვერდით, რომლებიც ახლა არიან – ეს იქნება მთავარი შეკითხვა, რაც გაიძულებთ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ასევე , 15 ნოემბრის შემდეგ პლანეტა პლუტონი თქვენი საცხოვრებლის სექტორში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებითაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.

კურო

2 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარეა, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალ, ენერგიულ და ვნებით სავსე ურთიერთობას მოგიტანთ. მეტიც, ეს ადამიანი შესაძლოა, იმდენად საინტერესოდ აღიქვათ, რომ სერიოზული ურთიერთობის განვითარებაზეც იფიქროთ. ყველაფერი შეიძლება, იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ფიქრობთ. თუმცა, მთავარია, რომ წინ დადებითი ემოციებით სავსე თვე გელოდებათ.

ტყუპები

ნოემბერში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რაც გაიძულებთ, საკუთარ ურთიერთობებს სრულად გადახედოთ. შესაძლოა, ყოფილ პარტნიორთან, შეყვარებულთან დაბრუნებაზეც კი იფიქროთ ან არსებულ ურთიერთობებში ცვლილებები გადაწყვიტოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სავარაუდოდ, ნოემბერში სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში წარსულში დატოვებული ადამიანი გამოჩნდება. უკვე 15 დეკემბერს, სავსე მთვარის დროს, სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით.

ლომი

მთელი ნოემბრის განმავლობაში პლანეტა მარსი თქვენს ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიური და ნათელი პერიოდი გელოდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ადამიანი თქვენი კარმული პარტნიორი იქნება და მასთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze