მშვილდოსანი
თუკი ახლა რაიმე ტიპის ხელშეკრულებაზე, შეთანხმებებზე მუშაობთ და შედეგს ელოდებით, თეთრი მთვარე დაგეხმარებათ, რომ ოქტომბერში თქვენი წამოწყებები წარმატებით დასრულდეს და სასურველი შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ოქტომბერში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საბედისწერო შეცდომას თავიდან აგარიდებთ და ძალიან მნიშვნელოვან რჩევას მოგცემთ. ასევე, მან შეიძლება შემოგთავაზოთ ისეთი ბრწყინვალე იდეა, რომელიც შემოსავლის გაზრდაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ.
კურო
მოემზადეთ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად! თეთრი მთვარე ოქტომბერში ძალიან დიდ გამართლებას გპირდებათ. პირველ რიგში, ეს შემოსავლის ზრდასთანაა დაკავშირებული. კუროს ნიშნის ბევრის წარმომადგენელი ფინანსების მიღების დამატებით წყაროს აღმოაჩენს. თუ გასაუბრებაზე მიდიხართ ან მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, დიდი შანსია, რომ ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდეს. გარდა ამისა, გექნებათ შანსი, დაიწყოთ იმ საქმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ.
თევზები
თეთრი მთვარე ოქტომბერში იმ პრობლემებისა და უთანხმოებების გადაჭრაში დაგეხმარებათ, რომლებიც კარიერაში ან უფროსებთან ურთიერთობაში შეგექმნათ. ეს კი ემოციური ტვირთისაგან გაგათავისუფლებთ და უფრო მშვიდად განაგრძობთ ცხოვრებას. 17 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სავსე მთვარე თქვენს ფინანსურ სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, შემოსავალი გაგეზარდოთ, დაწინაურდეთ, ფინანსების მიღების ახალი წყაროები აღმოაჩინოთ და საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოხატოთ.
მასალის გამოყენების პირობები