თუ ქუჩაში კუპიურას იპოვით… – აი, რა უნდა იცოდეთ

0
184
#post_seo_title

თუ ქუჩაში კუპიურას იპოვით, აუცილებლად აიღეთ, მხოლოდ გახსოვდეთ-არასდროს აიღოთ გზაჯვარედინზე ნაპოვნი ფული! თუ მონეტა იპოვეთ, დააკვირდით-თუ ე.წ. არიოლი ზემოთაა-აიღეთ, თუ ზემოთ “რეშკაა” ხელი არ ახლოთ.

სასადილო მაგიდა-ბარაქის სიმბოლოა, ამიტომ მასზე დაჯდომა არ შეიძლება. მისი გადასაფარებლის ქვეშ დადეთ რამდენიმე მონეტა, რომ ბარაქა მოიზიდოთ.

არ დადოთ სასადილო მაგიდაზე საფულე, არც საწოლზე. არ დატოვოთ ფული და გასაღები მაგიდაზე ღამით.

სანამ ფულის დაგროვებას გადაწყვეტთ, კარგად მოიფიქრეთ რაში დახარჯავთ. არასდროს არ გადაინახოთ ფული “შავი დღისთვის”, თორემ ეს დღე შესაძლოა მართლა დადგეს. დააგროვეთ ფული პოზიტიური მიზნისთვის.

არ გაასესხოთ პური და მარილი, თუ არ გინდათ, რომ ბარაქა სახლიდან გავიდეს.

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  თუ გინდათ, ოჯახში გქონდეთ სიმშვიდე, ეს რიტუალი თქვენთვისაა