კვირის რომელ დღეს უნდა ეძებოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა 

კვირის რომელ დღეს უნდა ეძებოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა | შენი ჰოროსკოპი
შენი ჰოროსკოპი
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
2 წუთიანი წაკითხვა
შეჯამება AI-ით

კვირის რომელ დღეს დავიწყებთ სამსახურის მოძიებას ან მუშაობას, სულერთი არ არის, რადგან კვირის თითოეულ დღეს თავისი მფარველი პლანეტის ენერგია და შესაბამისი გავლენა აქვს ადამიანზე.

ქვემოთ გაეცანით ასტროლოგიურ ანალიზს, რომელშიც აღწერილია ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის რომელი დღეა სასიკეთო საქმიანობის დასაწყებად ან სამსახურის მოსაძიებლად.

ორშაბათი მთვარის დღეა და, იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე მდედრული ენერგიის მქონეა, მიიჩნევა, რომ ორშაბათს სამსახურის მოძიებაში უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებს გაუმართლებთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ორშაბათი (ასევე შაბათი) სასიკეთო დღეა ნათესაური ან ოჯახური ბიზნესის დაწყებისთვის, თუმცა ამ დღეს სამსახურის მოძიებაში წარმატებას უფრო კირჩხიბის ნიშნით დაბადებულები მიაღწევენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამშაბათი (მარსის დღე) ენერგიული დღეა და შეეცადეთ, აქტიურად და გაბედულად იმოქმედოთ. ეს სასიკეთო დღეა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ ძალოვან სტრუქტურებსა და სპორტში.

სამშაბათი სასიკეთო დღეა ვერძისა და მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის.

ოთხშაბათი (მერკურის დღე) კარგი დღეა საქმიანი ინფორმაციის მოძიებისთვის, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, აგრეთვე, ჟურნალისტიკისა და განათლების სფეროებში სამსახურის დაწყებისთვის.

სამშაბათს უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ტყუპისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულები.

ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა, რადგან მას გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მფარველობს. ეს კარგი დღეა იურისპრუდენციის, ტურიზმისა და უცხოეთის საკითხებში წარმატების მიღწევისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ დღეს მშვილდოსნისა და თევზების ნიშნით დაბადებულებს უფრო გაუმართლებთ.

პარასკევი – ეს დღე უფრო სასიკეთოა ქალებისა და ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებისთვის.

პარასკევს დიდია წარმატების მიღწევის ალბათობა იმ სამსახურის მოძიებაში, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული – ლიტერატურა, კინო, თეატრი, მუსიკა, დიზაინი, ხატვა, მოდა და ა.შ. განსაკუთრებით სასიკეთო დღეა კუროსა და სასწორის ნიშნით დაბადებულთათვის.

შაბათი, მიუხედავად იმისა, რომ რთული დღეა, ხელსაყრელია მშენებლობის სფეროში სამსახურის მოძიებისთვის. ასევე, სასიკეთოა ოჯახური ბიზნესის დაწყებისა და კომერციული გარიგებებებისათვის. წარმატებული დღეა თხის რქისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის.

კვირა უფრო საიუველირო საქმეების დაწყებისთვის არის კარგი, აგრეთვე სხვადასხვა შოუს გამართვისთვის. ამ დღეს წარმატების მეტი შანსი ლომის ნიშნით დაბადებულებს აქვთ.

სკანირება
QR კოდი
shenihoroskopi.ge

სტატიის ციტირება

შენი ჰოროსკოპი. (2024). კვირის რომელ დღეს უნდა ეძებოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა . 27 ივნისი, 2024. https://shenihoroskopi.ge/კვირის-რომელ-დღეს-უნდა-ეძ/

სტატიის ციტირება
შენი ჰოროსკოპი. კვირის რომელ დღეს უნდა ეძებოთ სამსახური ან დაიწყოთ მუშაობა  [Internet]. თბილისი: Shenihoroskopi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenihoroskopi.ge/%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%ab/
shenihoroskopi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ჰოროსკოპი — ყოველდღიური ჰოროსკოპი · PHIG · Sheni Network