მარტის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

0
616

ინ­გრე­სია:

* 10 მარ­ტი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

* 12 მარ­ტი > ვე­ნე­რა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში

* 20 მარ­ტი > მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში (ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი)

* 23 მარ­ტი < მარ­სი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი: არ არის.

* ახალმთვა­რე­ო­ბა – 10 მარ­ტი (13:00 სა­ათ­ზე)

* სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა – 25 მარ­ტი (11:00 სა­ათ­ზე)

მარ­ტი – ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით არც თუ დატ­ვირ­თუ­ლი თვეა. თუმ­ცა ის წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვეა. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მზე ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში შე­დის. ეს არის გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა (დღე­ღამ­ტო­ლო­ბა) და ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახა­ლი წელი. თბი­ლი­სის დრო­ით ეს დად­გე­ბა 20 მარტს, 7:07 სა­ათ­ზე.

მარ­ტის პირ­ველ დე­კა­და­ში შე­და­რე­ბით რთუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი იქ­ნე­ბა. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს მზე-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა (მარ­თა­ლია სე­პა­რა­ცი­უ­ლი შე­ერ­თე­ბა, მაგ­რამ მა­ინც), რა­საც მოჰ­ყვე­ბა 10 მარ­ტის ახალმთვა­რე­ო­ბა და შემ­დეგ უკვე მზე-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ გა­საწ­მენ­დი სათ­ვა­ლით სი­ა­რულს ან სუ­ლაც დას­ვრი­ლი სარ­კმლი­დან ყუ­რე­ბას. რაც სიმ­ბო­ლუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა­ზე, არამ­კა­ფი­ო­ო­ბა­ზე და ილუ­ზი­ურ გა­რე­მო­ე­ბებ­ზეც კი. ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა “შე­ფე­რა­დე­ბუ­ლი” იყოს ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცდე­ბი­თა და მო­ლო­დი­ნე­ბით. გარ­კვე­ულ­წი­ლად ამა­ში “დამ­ნა­შა­ვე” თე­ბერ­ვლის დესტრუქ­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც ბევ­რი რამ “და­ი­შა­ლა”, და­მუხ­რუჭ­და ან ვერ გან­ვი­თარ­და. ზე­მოთ თქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი მარ­ტის პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბი­სა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას არი­დე­ბუ­ლი ბუნ­დო­ვან, ილუ­ზი­ურ, სა­ეჭ­ვო და უკა­ნო­ნო გა­რე­მო­ე­ბებ­ში მოხ­ვედ­რა.

მზე-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბის და­დე­ბი­თი გა­მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის, წარ­მო­სახ­ვი­სა და ფან­ტა­ზი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რაც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის ალ­ბა­თო­ბას მკვეთ­რად გაზ­რდის. ასე რომ, მარ­ტი შე­იძ­ლე­ბა ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­ურ თვედ მო­ვი­აზ­როთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში შეძ­ლებს ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას ან სუ­ლაც უკვე და­წყე­ბუ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას. ეს კარ­გი დროა კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც. ის პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ახა­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ზე, ეს თვე მათ­თვის და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდე­ბა (მით უმე­ტეს, რომ 12 მარ­ტი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ი­ნაც­ვლებს თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც ის ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლია და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რად, ინ­ტენ­სი­უ­რად და და­დე­ბი­თად ვლინ­დე­ბა).

გარ­და ამი­სა, მარ­ტი ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­კუ­თარ რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებ­ში გარ­კვე­ვის­თვის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი “გა­დატ­ვირ­თვის” და სა­კუ­თარ ფსი­ქი­კა­ში გარ­კვე­ვის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თვე და­დე­ბი­თია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მე­დი­ტა­ცი­ის, რე­ლი­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის და­წყე­ბას, ან სუ­ლაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­ღე­ბას აპი­რე­ბენ.

და­მა­ტე­ბით ას­ტრო­ლო­გი­ურ ახალ წელ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ დღეს სა­სურ­ვე­ლია 2024 წლის მიზ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა, მო­მავ­ლის და­გეგ­მა­რე­ბა, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, მე­დი­ტა­ცია, აფირ­მა­ცი­ე­ბის რწმე­ნით წარ­მოთ­ქმა და მსგავ­სი პრაქ­ტი­კე­ბი. 20 მარ­ტი – ეს არის ახა­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი წე­ლის პირ­ვე­ლი დღე და მას იგი­ვე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე იგი­ვე 1-ლ იან­ვარს. სა­სურ­ვე­ლია, 20 მარტს ადრე გა­ვიღ­ვი­ძოთ და 6:50 – 7:10 შუ­ა­ლედ­ში (თბი­ლი­სის დრო­ით) კოს­მოს­ში გა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი და­დე­ბი­თი გზავ­ნი­ლე­ბი. მო­მა­ვალ­ში მათი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს მარ­სი-ურა­ნის კვად­რა­ტი , რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე, აგ­რე­სი­ულ ფონ­ზე, სი­ტუ­ა­ცი­ის მო­უ­ლოდ­ნელ და აგ­რე­სი­ულ შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა­ზე, კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა­ზე და და­პი­რის­პი­რე­ბებ­ზეც კი. მით უმე­ტეს, რომ 10 მარ­ტი­დან აზ­როვ­ნე­ბის პლა­ნე­ტა – მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა და ვერ­ბა­ლურ დო­ნე­ზე გაზ­რდის იმ­პულ­სუ­რო­ბის ალ­ბა­თო­ბას (რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს არა­სა­სურ­ველ და ნე­გა­ტი­ურ წა­მოც­დე­ნე­ბამ­დე, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს კონ­ფლიქ­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი).

მარ­სი-ურა­ნის კვად­რა­ტი მი­ა­ნიშ­ნებს ავა­რი­უ­ლო­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზეც. ამი­ტომ მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა და სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც უკავ­შირ­დე­ბა სიჩ­ქა­რეს, ხი­ფათს, ბასრ და მსხვრე­ვად ნივ­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ცივ თუ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს. ამ პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მოთ­მი­ნე­ბა და ტაქ­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­ჩე­ნა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა ურან­თან . რაც მი­ა­ნიშ­ნებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ზრდა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებ­ზე და სა­სი­კე­თო რე­ფორ­მებ­ზე (ეს მოხ­დე­ბა რო­გორც პი­როვ­ნულ, ისე გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე). ყვე­ლა ის და­მუხ­რუ­ჭე­ბა, რეგ­რე­სი თუ იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც საგ­რძნო­ბი იყო თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ნელ-ნელა გა­მოს­წორ­დე­ბა და აპ­რილ­ში კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი ფორ­მე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი წა­მო­წყე­ბე­ბის და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. შე­საძ­ლოა ყვე­ლა დო­ნე­ზე ვი­ხი­ლოთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა და ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში და სამ­ხედ­რო საქ­მე­ში. ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი შე­იქ­მნას სწავ­ლას­თან და თვით­გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა 25 მარ­ტის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა (რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა აფ­რი­კი­დან და ევ­რო­პი­დან). ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ღერ­ძი მი­ნო­რულ ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტებ­ში იქ­ნე­ბა ურან­თან (45/135 გრა­დუ­სებ­ში), რაც მი­ა­ნიშ­ნებს, ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის გარ­თუ­ლე­ბას (ან შე­უძ­ლებ­ლო­ბას) და ამის გამო ცვლი­ლე­ბე­ბის სწრა­ფად და დრო­უ­ლად ვერ და­წყე­ბას.

მარ­ტის ბო­ლო­სა და აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მზე შე­უ­ერ­თდე­ბა მთვა­რის აღ­მა­ვალ კვანძს , რაც შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ პროგ­რე­სუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის და მათ შეძ­ლონ მო­მავ­ლის სა­სი­კე­თოდ ფორ­მი­რე­ბა.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze