შაბათი, ნოემბერი 2, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedპოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ PCOS მოიცავს ჰორმონალურ დისბალანსს, ის ძირითადად განიხილება როგორც მეტაბოლური დარღვევა, რომლის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ინსულინისადმი წინააღმდეგობა.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჭარბი წონის, არამედ სხეულის მასის ნორმალური ინდექსის (BMI) მქონე, გამხდარ ქალებზეც.
ალ-ნაჯაფის AL-Zahraa სასწავლო ჰოსპიტალში ჩატარებულმა ჯვარედინ-სექციურმა კვლევამ PCOS-ის დიაგნოზის მქონე ნორმალური და ჭარბი წონის 50 ქალის ბიოქიმიური პროფილი შეისწავლა.
კვლევამ აჩვენა, რომ საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე გამხდარ პაციენტებს აღენიშნებოდათ ჭარბი წონის მქონე ქალების მსგავსი ან ოდნავ ნაკლებად გამოხატული მეტაბოლური, ჰორმონალური და სისხლმბადი დისრეგულაციები.
ეს კვლევა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქალის სხეულის წონის მიუხედავად, ინსულინისადმი რეზისტენტობა გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვერცხის პოლიკისტოზში და მასზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინსულინრეზისტენტობის განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორად მიუჩნევა არა სხეულის ცხიმის მთლიანი მასა, არამედ ცხიმოვანი უჯრედების (დიდი) ზომა. ინსულინრეზისტენტობა შეიძლება ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა, თუმცა აქვთ უფრო დიდი ზომის ცხიმოვანი უჯრედები.
ეს ხდება იმიტომ, რომ უფრო დიდი ზომის ცხიმოვანი უჯრედები მეტი რაოდენობით ინსულინრეზისტენტობის ხელშემწყობი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ანთებითი ფაქტორების გამოთავისუფლებასთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ინსულინისადმი მგრძნობელობა უმჯობესდება რეგულარული ფიზიკური აქტივობით; ასევე, რაფინირებული შაქრის, შაქრიანი და ზედმეტად დამუშავებული საკვების და სასმელის გამორიცხვით დიეტიდან და მთლიანი ან მინიმალურად დამუშავებული საკვების, ხარისხიანი ცილების, ჯანსაღი ცხიმების, დაბალგლიკემიური ინდექსის მქონე ხილის, ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლეულის (მცირე რაოდენობით) ჩართვით დიეტაში. კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
PMCID: PMC10652669
PMCID: PMC297156
PMCID: PMC4587882
Polycystic Ovary Syndrome (PCOS) affects not only obese individuals but also lean individuals with normal body mass index (BMI). A recent cross-sectional study conducted at AL-Zahraa Teaching Hospital in Al-Najaf aimed to evaluate the biochemical profile of lean and obese patients with PCOS.
Surprisingly, lean PCOS patients showed metabolic, hormonal, and hematopoietic dysregulations similar to or less pronounced than those affecting the obese population.
This study emphasizes that regardless of BMI, insulin resistance plays a crucial role in PCOS and must be addressed promptly.
Insulin resistance can occur in individuals who are not necessarily overweight, but rather have larger fat cells. This is because larger fat cells are associated with increased release of free fatty acids and inflammatory factors, which can lead to insulin resistance. Therefore, it’s not just the total mass of fat in the body, but also the size of the fat cells that can contribute to insulin resistance in individuals with conditions like PCOS.
Increasing physical activity and adopting a diet that excludes refined sugar and processed foods while focusing on whole, minimally processed foods, quality produce, healthy proteins, low-glycemic index fruits, vegetables, and whole grains can help improve insulin sensitivity.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

სად მიიღებთ საუკეთესო ფლამენკოს გამოცდილებას მადრიდში

1 November, 2024
ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

ნოემბერი 1, 2024
„სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

„სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

1 ნოემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

როგორ შევარჩიოთ შესასვლელი კარი? – 3 მთავარი პრინციპი

ნოემბერი 1, 2024
„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

ნოემბერი 1, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

9 თვეში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

ნოემბერი 1, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

ინდოეთში დივალი აღნიშნეს – ნახეთ ფოტოგალერეა

1 ნოემბერი 2024
დიმიტრი ერმაკოვი — მე-19 საუკუნის ფოტოგრაფი

დიმიტრი ერმაკოვი — მე-19 საუკუნის ფოტოგრაფი

ნოემბერი 2, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები