რა არის საგვარეულო წყევლა და როგორ მოქმედებს ის შთამომავლობაზე

0
7

მიხეილ ცაგარელი გადაცემა „ნოეს“ სტუმრობს. ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის წინაპრების ცოდვებსა და საგვარეულო წყევლაზე.

წამყვანის კითხვაზე, კარმული ვალების შესახებ, მიხეილ ცაგარელმა უპასუხა, რომ მთავარი კარმული ვალი გადახდილი აქვს.

„ბევრი კარმული ვალი გადავიხადე. მაგრამ ყველაზე მთავარს გეტყვით, მე დავიბადე საგვარეულო წყევლით. მამის მხრიდან, უმძიმესი ენერგეტიკული დარტყმაა ეს. მაშინ ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ ვფიქრობდი, რატომ ვერ ვამყარებ ყველა ნათესავთან ურთიერთობას კარგად. თურმე ეს საგვარეულო წყევლა ხშირად ქმნის დაძაბულობას ნათესავებთან. რაც მე შემდგომ გამოვასწორე, როცა უკვე ასტროლოგია შევისწავლე. ასევე, როცა ცოლი მოვიყვანე, სამი წელი არ ხდებოდა ჩასახვა. და მესამე, საგვარეულო წყევლა შლის ოჯახს და მაშინ დაიშალა ჩემი პირველი ოჯახი. მაშინ მე ასტროლოგია არ ვიცოდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. და მაშინ მე მივხვდი და ეს იყო ჩემი გამოსყიდვა, მე მივიღე დარტყმა, მე დავისაჯე“ – თქვა ცაგარელმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ზოდიაქოს ეს ნიშნები ნებისმიერ ასაკში ადვილად დაქორწინდებიან - გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის