რა „ბნელი“ ენერგეტიკა გვაღვიძებს დილით თავის ტკივილით და რით ვუწყობთ თავადვე ხელს ორგანიზმში მის „ჩასახლებას“

0
282
Sad tired young woman touching forehead having headache migraine or depression, upset frustrated girl troubled with problem feel stressed cover crying face with hand suffer from grief sorrow concept

გაგღვიძებიათ დილით თავის ტკივილით? – ეს კი შეიძლება ენერგეტიკული „ზეწოლის“ სიმპტომი იყოს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, დილით, როცა სხეული დასვენებულია, თავისა და სხეულის გარკვეულ უბნებზე ტკივილის შეგრძნება შეიძლება სულაც არ იყოს ორგანული და მას კისრის უკან ან თავის შიგნით მდებარე მუქი ნეგატიური არსი იწვევდეს. როგორ „უსახლდება“ ის ადამიანს ორგანიზმში, რა ცვლილებებს იწვევს და რა სიმპტომებით ავლენს თავს ადრეულ ეტაპზე, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ზურაბ მ.

– რა თქმა უნდა, ყოველი თავის ტკივილი არ ნიშნავს უცხო ენერგეტიკული ერთეულის ჩასახლებას თქვენს ენერგეტიკულ სხეულში. მაგრამ, თუ ასეა, დილით თავი აგტკივდებათ. ენერგეტიკული შემოტევისას ტკივილს თითქმის ყოველთვის ახლავს დაწოლის შეგრძნება თავზე ან სხეულის გარკვეულ უბნებზე, რომელიც ხშირად დილით ვლინდება. თუმცა რეალურად, ასე არ უნდა ხდებოდეს – ადამიანი ჩვეულებრივ მხნე და დასვენებული იღვიძებს. ასევე, შეიძლება აღინიშნოს თავის, ხელების, ფეხების დაბუჟება… ექიმები ამ ტკივილს ოსტეოქონდროზს უკავშირებენ, რომელიც კისრის არტერიის შეკუმშვას იწვევს. და ეს სიმართლეა, მაგრამ კისერი თავისით არ დეფორმირდება. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი კისრის უკან ან თავის შიგნით მდებარე მუქი ნეგატიური არსია, რომელიც კისრის ოსტეოქონდროზის განკურნებას აფერხებს. ენერგია არ არის მედიცინის ალტერნატივა, მაგრამ ხშირად მედიცინა კურნავს შედეგს, ენერგია კი – მიზეზს. ხსენებული „ნეგატიური სიმუქე“ ბევრ ადამიანს აქვს, რომელიც რაღაც პრინციპით გვისახლდება და გარკვეულწილად, გვგავს კიდეც.

– რა პრინციპებს გულისხმობთ?

– შეგიძლიათ, გადახედოთ ცოდვების ჩამონათვალს: შური, სიხარბე, რისხვა… ყველაზე გავრცელებული მინიშნება კი ამპარტავნებაა. სწორედ ხსენებულ ბნელ ნეგატივს მიჰყავს ადამიანი გადამეტებული სიამაყისკენ. ხდება ყოყლოჩინა, თვითდაჯერებული, ამპარტავანი. მაგრამ, ეს უფრო სწორად, მიზეზი კი არა, შედეგია. ადამიანებს არ ესმით საკუთარი თავის, ვინ არიან, რისკენ უნდა ისწრავფოდნენ, რაში შეიძლება იყვნენ წარმატებულნი. ამიტომაც შურთ და ბრაზდებიან, რომ ვერაფერს აკეთებენ. როცა ადამიანს საკუთარი გულის, სულის ხმის მოსმენა არ შეუძლია, საკუთარ თავს სწყდება და გამუდმებით სხვებს უსმენს, უყურებს, ედრება, აფასებს და განსჯის. ის ვერ ხედავს თავის გზას და გამუდმებით სხვებს მიჰყვება, ეჯიბრება და აგებს, რადგან არც გზაა მისი და არც სფერო. როცა ასპარეზობ მოედანზე, რომელიც შენი არ არის, სწორედ ეს იწვევს ბრაზს, შურს, სიხარბესა და მსგავს გრძნობებს, რაც ბნელ ნეგატივს იზიდავს. თუმცა ის ყოველთვის იპოვის მიზეზს „მოსაწებებლად“, თუ საკუთარ პოტენციალსა და უმაღლეს ენერგიას დანიშნულებისამებრ არ დახარჯავთ და ეს მხოლოდ ცუდ ადამიანებს არ ეხებათ. უამრავი კარგი ადამიანი ატარებს ასეთ ბნელ „ცხიმოვან ტვირთს“ და ზოგჯერ მასზე აღმატებულსაც კი, რადგან მოქმედებს უმიზნოდ, არ ასრულებს თავის საქმეს, ან აკეთებს, მაგრამ სუსტად. ასეთი ადამიანები საკუთარი ენერგიით კვებავენ ვამპირებს, პარაზიტებს – სხვადასხვა მოძალადეს, მანიპულატორებს, საკუთარ თავზე იღებენ სხვის პრობლემებს. ცდილობენ უერთგულონ ყველანაირ ნაძირალასა თუ ამპარტავანს, არაკეთილსინდისიერ ადამიანს, რომლებიც მას კისერზე ასხედან.

– სადამდე შეიძლება, მიიყვანოს ამ „ნეგატიურმა სიმუქემ“ ადამიანი?

– ამ დროს „ბნელი არსი“ იკვებება ადამიანის სულის ენერგიით, შთანთქავს მას და თანდათანობით ცვლის კიდეც. ასეთ „შეცვლილთა“ თვალები ცარიელი და უსულოა. მაგრამ ეს უკიდურესი ეტაპია, როცა ადამიანს თანდათანობით საკუთარი და სხვისი აზრი ერთმანეთში ერევა და შეუძლებელია მასთან საუბარი ან მისი მკურნალობა. ის თითქოს დახმარებას ითხოვს, მაგრამ იმავდროულად, ცდილობს მანიპულირებას, მოტყუებას, ენერგიის წართმევას, იქცევა გამომწვევად და ამპარტავნულად. მერე უცებ იწყებს თავის დამცირებას, უჩივის უსახსრობას, დახმარებას ითხოვს უფასოდ. თანხმობის შემთხვევაში კი, უარს ამბობს, იკვეხნის, რომ ფულიანია და არა – ღარიბი. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, რომ მკურნალობა თავიდან აიცილოს. თუმცა მისი გადარჩენა მაინც შეიძლება. ეს ყველაფერი სულის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მთავარია, მტკიცედ გადაწყვიტოს, რომ „ბნელი ძალის“ დამარცხება უნდა. თუმცა, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, უმჯობესია ადრეულ სტადიაზე.

– რა სიმპტომებით ამოვიცნობთ მას ამ დროს?

– „შავი ნეგატივის“ არსებობის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე შემდეგია: 1. აკვიატებული ნეგატიური აზრები, რომლებიც ძაბრისებურად შეიწოვება, გამუდმებით მეორდება და კარგს არაფერს მოასწავებს. ამ დროს შეზღუდულია აზროვნება და ადამიანი არ იზიარებს სხვის თვალსაზრისს; 2. თავის ტკივილი დილით ან მოხეტიალე ტკივილები ჩაკრებსა და ორგანოებში: როცა ორგანო ჯანმრთელია, მაგრამ ტკივილი მოულოდნელად ჩნდება და ასევე, მოულოდნელად ქრება; 3. გულისრევა მაღალი ვიბრაციის ველში ყოფნისას, განცდა, რომ შიგნით ბინძური ენერგია გიტრიალებს. ეს ხდება ხოლმე ტაძარში (მაგრამ არა ყველაში და ყოველთვის), კლასიკური მუსიკის კონცერტზე, მაღალსიხშირიანი ხალხის ველში. გეწყებათ ღებინების შეგრძნება, შეიძლება იყოს დიარეაც, მაგრამ ეს კარგია, რადგან არსებობს შანსი, რომ „ამ უბედურებას“ თავი დააღწიოთ; 4. ნეგატიური დამოკიდებულება თქვენდამი, თითქოს უნდათ, რომ თავიდან მოგიშორონ: არ გაქვთ სექსი. ხშირია თქვენ შორის კონფლიქტი, ჩხუბი, სკანდალი ან უბრალოდ, ცივი დამოკიდებულება უმიზეზოდ; 5. განწყობის უეცარი ცვალებადობა – ნორმალურ, მშვიდ მდგომარეობაში იყავით და უცებ თითქოს შეგცვალეს: შეუსაბამოდ აზროვნებთ და იქცევით, ბრაზობთ, ყოველ წვრილმანზე ღიზიანდებით. სწორედ ეს არის „შავი“ გავლენა, რომელმაც დაიპყრო თქვენი ცნობიერება; 6. დაბოლოს, მთავარი ენერგიის მუდმივი ნაკლებობაა. სულ ძილი გერევათ და არაფრის გაკეთება არ გინდათ, ძალა არ გაქვთ. თუმცა ენერგიის ნაკლებობა შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული: უგუნებობით, დეპრესიით, ავადმყოფობით, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს ყველაფერი ორგანიზმში „შავი არსის“ არსებობის შედეგია. მსგავსი იზიდავს მსგავსს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ