რა კავშირშია ვერცხლი ადამიანის წარმატებულ ცხოვრებასთან და როგორ უნდა დაიცვათ თავი მთვარის რთულ ფაზებში

0
251

ყოველი თვის გარკვეულ დღეებში ბევრი ადამიანი უჩივის მომატებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, ჯანმრთელობის გაუარესებას, მგრძნობელობის მომატებას, ემოციის მოზღვავებას და ვერ ხვდება, რა შეიძლება, იყოს ყოველივე ამის მიზეზი.

ადამიანის განწყობასა და მის შინაგან სამყაროზე დიდ ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები. ნერვიულობას, გაღიზიანებას, სისუსტესა და უძილობას რომ თავი დააღწიოთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მარტივი ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები:

👉თუ სავსე მთვარის პერიოდია, საძინებელი უნდა დააბნელოთ ფარდებით, რადგან, შესაძლოა, მთვარიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე კერძებს არ მიირთმევთ და ვახშამზე კი მსუბუქად დანაყრდებით. ამ დროს სასურველია კატაბალახას წვეთების მიღება, რადგან ის ორგანიზმს ადუნებს, აწყნარებს და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებს. ასევე, კარგია ამ მიზნით საძინებელში იის სურნელის სანთლის დანთება;

👉სავსე მთვარის დღეებში, დაძინებამდე, ჩაწექით ცაცხვის ყვავილების აბაზანაში. ასეთი აბაზანა, ასტროლოგიური კუთხით, ადვილად მოგიხსნით მთელი დღის დაძაბულობასა და სტრესს;

👉მთვარის შევსებამდე ერთი დღით ადრე და შევსების მეორე დღეს, ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. თუ არ გინდათ, ასე მოხდეს, მაშინ, მთვარის შევსების დღეებში დაიცავით წვენების ან ხილის დიეტა და ორგანიზმი ასე განტვირთეთ. ტკბილეულს კი მაქსიმალურად მოერიდეთ;

👉ზოგიერთ ადამიანს სავსე მთვარის დროს ტკბილეულისადმი განსაკუთრებული ლტოლვა და სურვილი უძლიერდება. გირჩევთ, ამ დღეებში ხშირად დაყნოსოთ ვანილის სურნელი, რადგან მისი სპეციფიკური სუნი ტვინს სიმაძღრის სიგნალს მიაწვდის. შედეგად, ტკბილეულზე მოთხოვნაც შესუსტდება და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებასაც ასცდებით;

👉სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ამიტომ, გირჩევთ, დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიირთვათ ცაცხვის ყვავილების ჩაი, საფეთქლები კი ლავანდის ზეთით დაიზილოთ.

სამწუხაროდ, ბევრი არ აქცევს ყურადღებას მთვარის ფაზებს, რაც ორგანიზმს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი ადამიანის მონდომება ან სიზარმეცე კი არა, ვარსკვლავების განწყობა და დამსახურებაა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია და მისი სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

ჩვენს საცხოვრებელ ბინებში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. ასევე, როცა ოთახში რაიმე ნივთს ადგილს უცვლით, ამით ცხოვრებაშიც აუცილებლად ცვლით რაღაცას. ასე რომ, თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენ გარშემო და ამით როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში არსებულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს და მათ ანეიტრალებს. ამიტომ, თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისგან დამზადებული სამკაული. თუ, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ის თქვენი ლითონი არ არის, მაშინ ვერცხლის ნივთები ბინაში იქონიეთ და ასე აავსეთ საცხოვრებელი დადებითი ენერგიებით.

სავსე მთვარის დროს, შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ნივთები და ფიგურები დააწყოთ ღია ფანჯარასთან ან აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად აივსონ მთვარის ენერგიით და მეტად აქტიურად ემსახურონ თქვენს ბინაში სასიკეთო ენერგიების მოზიდვას.

ასევე, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ საცხოვრებელი ბინის მოწყობასა და გალამაზებას – ყოველ ნივთს მიუჩინეთ თავისი კუთვნილი ადგილი, უსარგებლო ნივთები კი სახლიდან გაიტანეთ. ამით მეტ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ურთიერთგაგების ენერგიებს მოიზიდავთ და თქვენ გარშემო სასურველ და ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნით, რაც თქვენივე წარმატებების გარანტი გახდება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ