როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

0
710

ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს სიყვარულს მეორე ადამიანის მიმართ. დაბადების ზოდიაქო კი დიდწილად განსაზღვრავს მათი სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებასა და ხასიათს.

ვერძი

ვერძი ცეცხლოვანი, იმპულსური ნიშანია. ძლიერი გრძნობის განცდა ნებისმიერ ასაკში შეუძლია. ვერძის ვნება გზაზე ყველაფერს წალეკავს, მაგრამ თუ ერთფეროვნებას იგრძნობს, შეიძლება, მალე ჩაქრეს. ვერ იტანს, როდესაც ვიღაც მის თავისუფლებას ზღუდავს.

კურო

ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სიყვარულის გარეშე. ეძებს ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება ჰარმონიაში გაატარებს. არის ვნებიანი. მასში გრძნობა თანდათან ვითარდება და როცა შეუყვარდება, ვერაფერი აღუდგება წინ.

ტყუპები

არაპროგნოზირებადი ნიშანია, რომელსაც თავისი ემოციების ამოცნობა თავადაც უჭირს. რომ მოეწონოთ, უნდა იყოთ საინტერესო მოსაუბრე, ცოცხალი. მისთვის მთავარი გონებაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სიყვარული ერთგვარი თამაშია. მის გვერდით არასდროს მოიწყენთ.

კირჩხიბი

მგრძნობიარე და ემოციურად დაუცველია. ის რომანტიკოსი და მეოცნებეა, რომელიც იდეალურ სიყვარულს ეძებს. როდესაც შეიყვარებს, ამ სიყვარულის ერთგული რჩება. მისთვის ყველაზე ფასეულია სახლი და ოჯახი. ის მთლიანად ემორჩილება თავის პარტნიორს.

ლომი

რომანტიკული და სენტიმენტალურია. სიყვარულის გამო ყველაფრისთვის მზად არის. გოგონა-ლომები ცდილობენ, ფეხზე მყარად მდგარ მამაკაცებს გაჰყვნენ ცოლად, ხოლო ბიჭს თავისი მეორე ნახევრის პოვნა სურს, სწორედ იმის, ვისთვისაც დაიბადა.

ქალწული

ენაწყლიანი არ არის, არ დაიწყებს სიყვარულის ფიცის დადებას. ის საქმით მეტს დაამტკიცებს, ვიდრე სიტყვით. მომთხოვნი ნიშანია. სურს ურთიერთობები, სადაც აქცენტი კეთდება პატიოსნებაზე, სიწმინდესა და მიჩვევაზე. თუ ამას არ იღებს, მარტოობას ამჯობინებს.

სასწორი

არის ნაზი და სენტიმენტალური. დიდხანს მარტო ყოფნა არ შეუძლია, ურთიერთობები სჭირდება. თუმცა სიყვარულს თავად არასდროს ეძებს, ურჩევნია, სხვამ აირჩიოს. პირველ ნაბიჯს თვითონ არ გადადგამს და თუ სიყვარულის ახსნა დააგვიანეს, ბედნიერების საძებნელად სხვაგან გაეშურება.

მორიელი

დაუოკებელი ენერგია აქვს. ვნებიანია, მისი სიყვარული ძლიერია და თავის გზაზე ყველაფრის წალეკვა შეუძლია. ის არ დაუშვებს მარცხს და შეუპოვრად მიიწევს დასახული მიზნისკენ. მისი მთავარი ნაკლია ეჭვიანობა. არ უყვარს გრძნობების სახალხოდ გამომჟღავნება.

მშვილდოსანი

დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ნიშანია. ურჩევნია, დარჩეს იმ პარტნიორთან, რომელსაც არა აქვს მესაკუთრის აშკარად გამოხატული თვისებები. თრგუნავს სკანდალები და ვერ იტანს ურთიერთობების გამორკვევას.

თხის რქა

სიყვარულის გრძნობას დაკარგვის შიშით ეწინააღმდეგება. შეიძლება, ნახევარი ცხოვრება უსიყვარულოდ გაატაროს, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გაიხსნას და დამორჩილდეს იმას, რასაც მთელი ცხოვრება უარყოფდა და ებრძოდა. კონსერვატიული შეხედულებების ადამიანია, სურს ისეთი მეგზური იპოვოს, რომელსაც თავისუფლად ენდობა.

მერწყული

მგრძნობიარე ნიშანია. აქვს თავისი სიყვარულის ობიექტის გაიდეალების მიდრეკილება, ამიტომ ხშირად რჩება იმედგაცრუებული, რაც აიძულებს, სიყვარულზე უარი თქვას. მერწყულის სიყვარული მსუბუქი და სასიამოვნოა. თუმცა ვერ იტანს ჩარჩოებში მოქცევას.

თევზები

იდუმალია, მასში სხვადასხვა გრძნობა და ემოციაა გადაჯაჭვული. ამის მიხედვით თევზები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყვნენ. დიაპაზონი კი დიდია – დონ-ჟუანიდან მდუმარე და ტანჯულ მსხვერპლამდე. მათ მგრძნობიარე გულში ყოველთვის მოიპოვება ადგილი ამაღლებული ემოციებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze