როგორ ამოიცნოთ ენერგეტიკული ვამპირი ზოდიაქოს ნიშნით

0
352

ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ სიცარიელეს გრძნობთ, თითქოს “ლიმონივით გაგწურეს”. ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომელთაც ენერგეტიკულ ვამპირებს უწოდებენ.

ვერძი

აგრესიული და უკომპრომისო ნიშანი, რომელიც მზადაა ჩხუბის დროს შეუჩერებლად უყვიროს მოწინააღმდეგეს. ვერძს უყვარს საზიზღარი სიტყვების თქმა და ადამიანის მორალურად განადგურება. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ ნეგატივს სხვებზე აფრქვევენ და გარშემომყოფებისგან დადებით ემოციებს „ისრუტავენ“.

კირჩხიბი

კირჩხიბებს უყვართ საათობით იწუწუნონ თავიანთი პრობლემების შესახებ, სურთ ვინმემ მოუსმინოს მათ. ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში ყველაფერი ან ცუდია ან ძალიან ცუდი. მათ უჭირთ პოზიტიური მომენტების პოვნა. თუ კირჩხიბი მსხვერპლად გხედავთ, თავის პრობლემებზე შეუფერხებლად მოგიყვებათ, მასთან ურთიერთობის შემდეგ კი თავადაც ადვილად ჩავარდებით დეპრესიაში.

ქალწული

მათ შეუძლიათ გითხრათ ბევრი შეურაცხმყოფელი რამ დაუფიქრებლად. ქალწულთან ურთიერთობის შემდეგ, თქვენ შესაძლოა თავი იგრძნოთ ყველაზე ცუდ ადამიანად მსოფლიოში. ასევე, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ იციან მოსმენა, უყვართ მხოლოდ საუბარი.

მორიელი

ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნიშანი. მორიელები სწრაფად ცნობენ ადამიანების სუსტ წერტილებს და ურტყამენ მათ. ისინი შეურაცხმყოფელ მინიშნებებს მიმართავენ, ამცირებენ ადამიანს და მანიპულირებენ. მორიელები ასევე ძალიან შურისმაძიებლები არიან.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ