როგორ მივხვდეთ, რომ ჯადო გვაქვს გაკეთებული და როგორ დავიცვათ თავი მისგან

0
446

ფაქ­ტია, რომ ჩვენ გარ­შე­მო მკი­თხა­ვე­ბი, ჯა­დოქ­რე­ბი თუ მჩხი­ბა­ვე­ბი მომ­რავ­ლდნენ და ათას­გვა­რი ჯა­დოს გა­კე­თე­ბა­ზე თუ პი­რი­ქით, ჯა­დოს მოხ­სნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ასე რომ, ეს მა­სა­ლა მათ­თვი­საა, ვი­საც ჯა­დო­ე­ბის სჯე­რა.

თურ­მე, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოფრ­თხი­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ეს სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა უბ­რა­ლო ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, არა­მედ მას­ზე თქვენ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და თქვე­ნი ენერ­გე­ტი­კაა აღ­ბეჭ­დი­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა არა­კე­თი­ლის­მსურ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს. ხან­და­ხან ერ­თა­დერთ ფო­ტოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლაც შე­უძ­ლია.

ავი თვა­ლი და ფოტო

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს. ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი ოთხი წი­წი­ლა ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დეს, მერე კი სა­გან­გე­ბო ნიშ­ნე­ბი გა­უ­კე­თეს ზურ­გებ­ზე, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნეს­ხვა­ვე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ სამი წი­წი­ლის ფოტო გვერ­დზე გა­და­დეს, მე­ო­თხე­სი კი გა­ამ­რავ­ლეს და ნაც­ნობ-მე­გობ­რებს და­უ­რი­გეს.

ფო­ტოს­თან ერ­თად ნაც­ნო­ბე­ბი და­ა­რი­გეს: თუ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბო­დათ ან უბ­რა­ლოდ მო­წყე­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ ყვი­თელ არ­სე­ბას და ფიქ­რე­ბით ეცა­დათ, ამ წი­წი­ლის­გან აე­ღოთ ძა­ლე­ბი.

შე­დე­გად, ექ­სპე­რი­მენ­ტის “მსხვერ­პლად” ქცე­უ­ლი წი­წი­ლა ყვე­ლას თვალ­წინ შე­იც­ვა­ლა. ცუ­დად ვი­თარ­დე­ბო­და, სხვებს ჩა­მორ­ჩე­ბო­და, ბო­ლოს ძა­ლი­ან მო­დუნ­და, ნაკ­ლებს მოძ­რა­ობ­და და ცოტა ხან­ში მოკ­ვდა კი­დეც.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­სუ­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გარ­ღვე­ვა და გა­მო­წო­ვა. ექ­სტრა­სენსთა აზ­რით კი, ფო­ტოს “გათ­ვალ­ვა” ძა­ლი­ან იო­ლია. ძი­რი­თა­დად, გათ­ვალ­ვა შე­უძ­ლია შუ­რი­ან ან გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ანს. თქვე­ნი ფოტო რომ და­იც­ვათ, მას­ზე რა­ი­მე წარ­წე­რა გა­ა­კე­თეთ.

თუ ფო­ტოს სა­ჩუქ­რად აძ­ლევთ, წა­ა­წე­რეთ რა­ღაც ასე­თი: “სა­მუ­და­მო მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად” ან სხვა. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ გათ­ვალ­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში. თუმ­ცა არა ჯა­დოს მო­ცი­ლე­ბა­ში.

ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ხომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად, უნე­ბუ­რა­დაც შე­უძ­ლია გათ­ვალ­ვა ან და­წყევ­ლაც კი, ჯა­დოს გა­კე­თე­ბა კი მხო­ლოდ მა­გებს ხე­ლე­წი­ფე­ბი­ათ, რომ­ლე­ბიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვი­ან ბე­დის გან­ვი­თა­რე­ბის წე­სებ­ში. რაც უფრო სუს­ტია ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ემო­ცი­უ­რად, მით უფრო იო­ლია მისი მო­ჯა­დო­ე­ბა და მით უფრო დრა­მა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა მას­ზე შე­ლოც­ვის მოქ­მე­დე­ბა.

თურ­მე, ფო­ტო­სუ­რათ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჯადო ადა­მი­ა­ნის აუ­რა­ში გა­და­დის, რად­გან ადა­მი­ან­სა და მის ფო­ტოს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი არ­სე­ბობს. ნუ­რას­დროს ნუ გა­და­აგ­დებთ ფო­ტო­ებს, მით უმე­ტეს, სახ­ლის გა­რეთ. ალ­ბო­მებ­ში ან კო­ლო­ფებ­ში შე­ი­ნა­ხეთ. ნუ აჩუ­ქებთ ფო­ტოს ნაკ­ლე­ბად ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს და ნურც ყო­ფილ ცო­ლებ­სა და ქმრებს და­უ­ტო­ვებთ. თქვენ ხომ არ იცით, რო­გო­რი პარტნი­ო­რე­ბი ეყო­ლე­ბათ მათ მო­მა­ვალ­ში და რამ­დე­ნად ეჭ­ვი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი.

სხვა­დასხვა სა­ხის ჯადო

ჯადო მრა­ვალ­გვა­რი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, თქვე­ნი ნე­ბის­ყო­ფის შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი და სხვი­სი ბრძა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი – ეს ჯადო ქარ­ზე, მტვერ­ზე კეთ­დე­ბა. არის ჯადო უნა­ყო­ფო­ბა­ზე, იმ­პო­ტენ­ცი­ა­ზე. ბევ­რს გა­უ­გია ათას­გვა­რი ჯა­დო­ე­ბი ცვი­ლის ფი­გუ­რე­ბით, და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბით თუ დამ­პა­ლი მცე­ნა­რე­უ­ლო­ბით.

როცა ზღურ­ბლზე ნა­გა­ვი ყრია, არას­დროს არის ეს კარ­გი. ხში­რად ზღურ­ბლზე მზე­სუმ­ზი­რას ყრი­ან, რომ ოჯახ­ში უფუ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნონ. რგო­ლად შეკ­რუ­ლი თო­კე­ბი და ძა­ფე­ბი – სიმ­სივ­ნე­ე­ბი­სა და მა­მა­კა­ცუ­რი იმ­პო­ტენ­ცი­ის მომ­ტა­ნია, ბუმ­ბუ­ლე­ბი, ბეჭ­დე­ბი – მარ­ტო­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ჯა­დოა. რა­საც კა­რის ზღურ­ბლზე ყრი­ან, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ჯა­დოდ იქ­ცეს პატ­რო­ნის უყუ­რა­დღე­ბო­ბის შე­დე­გად. ამი­ტომ, არას­დროს აი­ღოთ არა­ფე­რი, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სიც კი, რაც თქვენს კარ­თან გა­რეთ დევს. ჯო­ბია, ჯო­ხით ან ტო­ტით გა­და­აგ­დოთ სახ­ლი­დან შორს. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, კვა­ლი წყლი­თაც მო­ა­სუფ­თა­ვეთ. ასე­ვე არ არის სა­სურ­ვე­ლი გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე რა­ი­მეს აღე­ბა. ესეც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯადო, რო­მე­ლიც თქვენ­ზე გად­მო­ვა.

ჯადო ტე­ლე­ფო­ნით?

ხან­და­ხან ადა­მი­ანს კენ­ტი რი­ცხვის ყვა­ვი­ლე­ბის­გან შემ­დგარ თა­ი­გულს შეგ­ნე­ბუ­ლად ჩუქ­ნი­ან, თა­ნაც, წვრილ ყვა­ვი­ლებს ირ­ჩე­ვენ, რომ ეს თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი არ იყოს; თუ სახ­ლში ბეწ­ვის ქულა იპო­ვეთ, არა­და, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი არ გყავთ, ე.ი. ვი­ღა­ცა თქვენს ოჯახ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბის შე­ტა­ნას ცდი­ლობს. ასე­ვე ტო­ვე­ბენ კა­რის წინ ცა­რი­ელ ბოთ­ლებს – ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხის უფ­როსს ალ­კოჰო­ლის­კენ უბიძ­გე­ბენ. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა ფოტო ან უცებ იპო­ვეთ და­ხე­უ­ლი, ან სხვა ფო­ტოს­თან მი­წე­ბე­ბუ­ლი, ესეც ჯა­დოს ნი­შა­ნია.

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი – არ ღირს თურ­მე ალ­ვის ხეს­თან და იფან­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა, რად­გან ეს ხე­ე­ბი ენერ­გი­ას აც­ლი­ან. ფო­ტო­ე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ხე­ე­ბია არყი, ალუ­ბა­ლი, ასე­ვე სხვა ნა­ყო­ფი­ე­რი ხე­ე­ბი, რად­გან მათი ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს.

სხვა­თა შო­რის, თურ­მე ჯა­დოს გა­კე­თე­ბა ტე­ლე­ფო­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, როცა ზარი ირე­კე­ბა, ყურ­მილს იღებთ და არა­ვინ გპა­სუ­ხობთ. ასეთ დრო­საც შე­იძ­ლე­ბა სა­დე­ნის მე­ო­რე მხა­რეს ვი­ღაც შე­ლოც­ვას ბუტ­ბუ­ტებ­დეს. ამი­ტომ, თუ ტე­ლე­ფონ­ში სი­ჩუ­მეა, მა­შინ­ვე და­კი­დეთ ყურ­მი­ლი.

ჯა­დოს­გან თავ­დაც­ვა

ჯა­დოს­გან თავ­და­სა­ცა­ვად ადა­მი­ანს ძლი­ე­რი ნება და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბის უნა­რი უნდა გა­აჩ­ნდეს. კონ­კრე­ტუ­ლი თი­ლის­მა ვერ გიშ­ვე­ლით, თუ ის ზუს­ტად თქვენ­თვის არ არის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი. უნი­ვერ­სა­ლუ­რი თი­ლის­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას და­ი­ცავს, არ არ­სე­ბობს. როცა ატყობ, რომ ადა­მი­ანს ცუდი ენერ­გე­ტი­კა აქვს და ეს შენ­ზეც გად­მო­დის, ამ დროს თქვენ შო­რის ბა­რი­ე­რი უნდა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ან, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვენ გარ­კვე­ულ პი­რა­მი­და­ში ხართ, რო­მე­ლიც მის­გან და­გი­ცავთ. სხვა­თა შო­რის, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი რა­ღაც დო­ზით მა­გია, ჯა­დოქ­რად კი ის კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა, ვინც ამას აც­ნო­ბი­ე­რებს და იცის, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გი­უ­რი ქმე­დე­ბა; ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ თვი­სე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც. თუმ­ცა, თუ ადა­მი­ა­ნი ჯა­დოქ­რო­ბით, შავი მა­გი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ეგო­ის­ტუ­რად ერე­ვა სხვე­ბის ევო­ლუ­ცი­ის ხაზ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად თვი­თო­ნაც და­ზა­რალ­დე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი წინა ცხოვ­რე­ბა­ში იყო ამით და­კა­ვე­ბუ­ლი, შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში მა­ხინ­ჯი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იბა­დე­ბა, ან, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლოს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ