ტყუპები
მიუხედავად იმისა, რომ ივლისში არაერთი ხელსაყრელი შეთავაზება გელოდებათ და შეგიძლიათ, თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები დაგეგმოთ, ეს თვე მაინც შედარებით რთული იქნება. დროა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და აღიაროთ, რომ ყოველთვის მართალი არ ხართ.
მიმდინარე თვის განმავლობაში ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან კამათისა და ჩხუბის დიდი რისკია. ამიტომაც, ჯობს, კონფლიქტური სიტუაცია მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგის გამოსწორება ვეღარ შეძლოთ. გამოხატეთ სიყვარული, უპირობო მხარდაჭერა და დადებით ემოციებს თავადაც მიიღებთ.
ქალწული
შესაძლოა, ერთად უამრავი საზრუნავი და პრობლემა დაგროვდა და გაქვთ განცდა, რომ წინსვლას ვეღარ ახერხებთ, დაბრკოლებებს ვეღარ უმკლავდებით. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ივლისი დასვენებასა და განტვირთვას დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ და შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.
ნუ დაგენანებათ ფინანსები. ახლა გარემოს შეცვლა, განტვირთვა თქვენთვის იმაზე სასარგებლო იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ ენერგიის აღდგენას და დაბრკოლებებთან გამკლავებისთვის მოტივაციაც დაგიბრუნდებათ.
თევზები
ივლისი თევზების ნიშნის წარმომადგენლებისათვის სასიამოვნო სიახლეებით იქნება დატვირთული. თუმცა, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და სახიფათო ნიშნები აღარ უნდა უგულებელყოთ. ნუ გამოიყენებთ ფრაზას: “თავისით გაივლის”, რადგანაც გართულებების მაღალი რისკია.
თვის მეორე ნახევარში მენტალურ ჯანმრთელობას დაუთმეთ ყურადღება. ახლა გაქვთ შანსი, თქვენს შინაგან შიშებზე დაფიქრდეთ, აღმოაჩინოთ რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ.