ასტროლოგის რჩევა, რომ ჩანაფიქრი აგისრულდეთ

0
33
#post_seo_title

ხმამაღლა ფიქრი, ხშირად, ვნებს ჩვენი ცხოვრების გზას – ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

არაა საჭირო საკუთარი გეგმების და სურვილების შესახებ ყოველთვის საჯაროდ საუბარი.

ხმამაღლა ფიქრი, ხშირად, ვნებს ჩვენი ცხოვრების გზას. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რა გარემოშიც გვიწევს ცხოვრება. ყველას ერთიანად არ უხარია და ცხადია, რომ არც სძულს.

სამწუხაროდ, ბევრს წინასწარ უყვარს გარკვეული ჩანაფიქრის დაანონსება. ანონსი საჭიროა, თუმცა ეს უნდა იყოს დროული.

წარმატებული სვლა და საქმე კი ადამიანის რეალურ ბუნებას გვანახებს. ზოგჯერ წინაც უნდა წაიწიო რომ მანკიერ ,,მე-ს” ეომო. ფული და დიდება ეს მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის შესაცნობად.

როცა თანხა ბლომად გაქვთ, შემოსავლის სულ მცირე 10% მაინც თუ ქველმოქმედებაში არ ხარჯავთ, ჩათვალეთ, რაც გაქვთ იმასაც დაკარგავთ. არაფერი არ ეძლევა ადამიანს შემთხვევით, ყველაფერი დამსახურებაა და თანაც წუთებში გაწერილი.

გახსოვდეთ, ნებისმიერ საქმეში – ბრძოლას დაწყებამდე იგებენ“ – წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  როგორ შევაყვაროთ თავი ვერძს