შაბათი, იანვარი 11, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorizedბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - „არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს...“

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – „არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს…“

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ბავშვი, რა უნდა შეეძლოს და სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა?

ნევროლოგი თამარ ედიბერიძე საუბრობს:

„დამოუკიდებლობა ძალიან მძლავრი უნივერსალური იარაღია, რათა მომავალში ადამიანი ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს და მათ მიმართ ემოციურად გამძლე იყოს.

ბავშვის დამოუკიდებლობაზე საუბარს ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ, ჩვილობიდანაც კი. ბავშვს რომ მოსწონს მის წინაშე მდებარე სათამაშო, მისკენ ხელს გაიწვდის, ცდილობს მოიპოვოს, ეს უკვე პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისკენ. მან მოინდომა და შეცვალა გარემო მის სასარგებლოდ – ეს პირველი აგურია მისი მომავალი დამოუკიდებლობისკენ.

როგორ გამოიყურება 3 წლის დამოუკიდებელი ბავშვი?

უნდა შეეძლოს საკვების დამოუკიდებლად მიღება, რა თქმა უნდა, ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობების პირობებში. ტიპიური განვითარების პირობებში, 3 წლის ასაკში მეტყველება უკვე საკმაოდ განვითარებული უნდა ჰქონდეს, უნდა გააჩნდეს სიტყვათა კარგი მარაგი, ფრაზული მეტყველებაც განვითარებულია და დიალოგის წარმოება შეუძლია, გადმოსცემს თავის სურვილებს, არგუმენტირებულად გამოთქვამს აზრს, წარმოაჩენს თავის მოლოდინებს. მხოლოდ „მინდას“ არ გამოხატავს, იცის, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, რა ვითამაშოთ. 3 წლიდან თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ თავისუფალი თამაში ბავშვს უნდა შეეძლოს. მივცეთ საშუალება, მარტომ გააკეთოს სათამაშოს არჩევანი და მარტომ დაგეგმოს თამაში. მაგალითად, ამ თოჯინას ამას ჩააცმევს, ამ საწოლში დააძინებს, მეორე თოჯინას აჭმევს, ჩააცმევს, გახდის და ა. შ. აქ მარტო შემეცნებითი დამოუკიდებლობა არ ვლინდება. ამ მოქმედებებით ის მოტორულ დამოუკიდებლობასაც ეჩვევა. როდესაც თოჯინას ხდის და აცმევს, ღილებს ხსნის, წვრილი დეტალებით თამაშობს, ის მოტორულ უნარებსაც ივითარებს. იგივე ხდება ხატვის დროს, – თვითონ არჩევს ფლომასტრის ფერს, მათი გამოყენების თანმიმდევრობას, სივრცეში გადაანაწილებს ნახატს, ეს უკვე მისი დამოუკიდებელი აზროვნების შედეგია.

მშობლების მთავარი პასუხისმგებლობა არის ის, რომ სადაც ბავშვი თამაშობს, ის სივრცე მისთვის უსაფრთხო უნდა გავხადოთ. უჯრა არ უნდა დაუკეტოთ, ის იმ ნივთებით უნდა გაავსოთ, რაც ბავშვისთვის დასაშვები და საინტერესოა. ფეხზე მოსიარულე ბავშვის აწეული ხელის სიმაღლეს რომ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი დავამატოთ, ამ სიმაღლის ფარგლებში გარემო უნდა იყოს უსაფრთხო მისთვის. მსხვრევადი და სახიფათო ნივთები მის ტეროტორიაზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია ყოველ წამს თვალი ვადევნოთ ან ყველფერი აუკრძალოთ.

ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან: „ისეთი გონიერია, ისე კარგად იცის რა როგორ ჩართოს, გადართოს, იპოვოს სასურველი თამში თუ მულტფილმი“ – სინამდვილეშ ეს მხოლოდ ილუზიაა დამოუკიდებლობის და არ არის ის უნარი, რაც უნდა გვიხაროდეს. არავითარ ინტელექტუალურ უნარებზე ეს არ მეტყველებს და არ მოქმედებს სასიკეთოთ. ყოველი ზედმეტი წუთი ეკრანთან გატარებული უფრო ზიანის მომტანია, არათუ სარგებლის.

ბავშვი უნდა ჩავრთოთ ოჯახის ყოველდღიურ აქტივობებში. დავამკვიდროთ კარგი ტრადიცია, რომ ყველაფერი, რაც ოჯახს ეხება, ერთად გავაკეთოთ. რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, მაინც შეიძლება რაღაც ფუნქცია გავუნაწილოთ. ანუ ვაკეთებთ ყველაფერს ერთად. მეორე ნაბიჯია მაგალითის მიცემა, ჩვენს საქციელზე პასიური დაკვირვებითაც ბევრ რამეს სწავლობს. მესამე არის ჰიპერმზრუნველობაზე უარის თქმა. უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ ამან არარაციონალური სახე არ უნდა მიიღოს. საფრთხის შიში და ჰიპერმზრუნველობა ხშირად გვიშლის ხელს დროულად მივანიჭოთ ბავშვებს დამოუკიდებლობა და მივცეთ საჭირო უნარების გამომუშავების საშუალება. ვაღიაროთ და შევუქოთ ის, რაც მან თავად, დამოუკიდებლად გააკეთა. ამით გახარებაც უნდა ვასწავლოთ”.

 

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა

10 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

ბოლო სიახლეები