დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს

0
270
#post_seo_title

ამბობენ, რომ შორეული ვარსკვლავები ბავშვობაში მიყენებულ ტრამვებსა და ძლიერმოქმედ ნარკოტიკებზე არანაკლებ დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. შენც გჯერა ამის?

1948 წელს ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან თავის სტუდენტებს სპეციალური ტესტები დაურიგა, რათა მიღებული შედეგების დახმარებით გაეანალიზებინა მათი პიროვნული მახასიათებლები. რეალურად პროფესორი არც კი აპირებდა არავითარი ანალიზის ჩატარებას. პროფესორმა მათ ერთი და იგივე ტექსტი დაურიგა, რომელიც ჩვეულებრივი ჰოროსკოპის გაზეთიდან იყო აღებული.

ტექსტი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო:

“თქვენ გესაჭიროებათ ადამიანების სიყვარული და აღფრთოვანება. თვითკრიტიკული ხართ. საკმაოდ ბევრი დაფარული შესაძლებლობები გაქვთ, რომლებსაც ვერ იყენებთ თქვენს სასიკეთოდ. თუმცა გარკვეული პიროვნული სისუსტეები გახასიათებთ. დისციპლინირებული, თვითდაჯერებული ჩანხართ, მაგრამ სინამდვილეში მიდრეკილი ხართ იმისკენ, რომ ხშირად გიპყრობთ სერიოზული ეჭვები მიღებული გადაწყვეტილების გამო. თქვენ უპირატესობას მრავალფეროვნებას ანიჭებთ და შეზღუდვები თქვენს აღშფოთებას იწვევს. ასევე ამაყობთ იმით, რომ აზროვნებთ დამოუკიდებლად, არ ეთანხმებით სხვის მსჯელობებს საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. ხან მეგობრული და გულღია ხართ, ხან კი თავშეკავებული და ფრთხილი. ხანდახან ზოგიერთი თქვენი მისწრაფებები საკმაოდ არარეალისტურია. თქვენი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიზანი – სტაბილურობაა”.

ამის შემდეგ ფორერმა სტუდენტებს სთხოვა, რომ შეეფასებინათ ინდივიდუალური აღწერა ხუთბალიანი სისტემით. საშუალო მაჩვენებელი 4,26 გამოვიდა. ექსპერიმენტი სხვა ჯგუფებთანაც ჩატარდა, სადაც პროფესორი იგივე აღწერებს ატრიალებდა, მონაწილეებს კი ეგონათ, რომ ეს აღწერები კონკრეტულად მათთვის იყო შედგენილი და მხოლოდ მათ ეკუთნოდათ.

ამით ბერტრამ ფორერმა დაამტკიცა, რომ საერთოდ არ არის სავალდებულო გაგაჩნდეს რაიმე განსაკუთრებული ცოდნა იმისთვის, რომ გამოიცნო ადამიანის ხასიათი, მთავარია უთხრა, რომ პროგნოზი მოამზადეს პირადად მისთვის, საჭიროა დაემატოს ავტორიტეტი, რომ ეს მოამზადეს მეცნიერ–ფსიქოლოგებმა და შეივსოს ფრაზებით, რომლებიც პრაქტიკულად ყველას მიესადაგება. ისინი აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური, ნეგატივის და კონკრეტიკის გარეშე. დღესდღეობათ ამას ფორერის ეფექტი“ ეწოდება.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  ფიქრობთ, რომ ბოლო დროს ცუდად წაგივიდათ საქმე, შეიძლება გაინტერესებდეთ, როგორ "გადაიყვანოთ" იღბალი თქვენს მხარეს

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi