„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
39
#post_seo_title

სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი იდეების გაცნობისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, სარისკო მოქმედებები და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისთვის, სუნთქვითი ვარჯიშებისა და არომათერაპიისთვის, თირკმელების და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, აქატი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ჩხუბი და ჰარმონია - ვის რა ელის სასიყვარულო ურთიერთობაში ამ დღეებში