„დიდ ხუთშაბათს“ შეგიძლიათ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება – ეზოთერიკოსის რჩევა

0
7
#post_seo_title

მართლმადიდებელი მორწმუნეები იწყებენ მზადებას დიდი აღდგომის აღსანიშნავად, ყველა ტრადიციის დაცვით. არსებობს სპეციალური რიტუალები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მოცემულ დღეს, რათა ფული მუდმივად გქონდეთ.

დიდ ხუთშაბათს ტრადიციის თანახმად, გამთენიისას უნდა ვიბანაოთ. ითვლება, რომ ამ დღეს წყალი განსაკუთრებულად სამკურნალო და გამასუფთავებელი ძლიერი ნათელი ენერგიული ძალით არის დამუხტული. წყალი ამ დღეს ავადმყოფობისგან, წყევლისგან ჯადოსგან თვალისგან და ნეგატიური ზემოქმედებისაგან გვანთავისუფლებს. წყლის გადავლების დროს ღმერთს მადლობა გადაუხადეთ ჯანმრთელობისთვის, დაცვისთვის, პატიებისთვის.

ამ დღეს კარგია ეკლესიაში მისვლა და ზიარება.

არის ასეთი ძველი რიტუალი სურვილების ასასრულებლად. ეკლესიაში რომ მიხვალთ, ერთდროულად სამი სანთელი დაანთეთ და ილოცეთ. როდესაც სანთლების 2/3  დაიწვება თითებით ჩააქრეთ სანთელი და სახლში წამოიღეთ. თითო სანთელი ერთ სურვილს ასრულებს. სანთელს დაანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ. სანთელი ბოლომდე უნდა ჩაიწვას. სანამ სანთელი იწვის, სურვილზე იფიქრეთ.

დიდ ხუთშაბათს კარგია, სახლის როგორც პრაქტიკული წმენდა ასევე ენერგეტიკული წმენდაც. გაანთავისუფლეთ სახლი არასაჭირო ნივთებისგან. გააღეთ ფანჯრები, დაანთეთ საკმეველი და ბინას სამჯერ საათის მიმართულებით შემოუარეთ. იკითხეთ ლოცვა, მამაო ჩვენო.
არის კიდევ ბარაქის მოსაზიდი რიტუალი რომ მთელი წლის განმავლობაში, სიუხვემ დაისადგუროს თქვენს ოჯახში. დილას ადრე ავსებული წყლით დიდ ჯამში ან ვედროში 33 ცალი მონეტა ჩაალაგეთ. მონეტები შეიძლება იყოს სხვა და სხვა ვალუტის. მონეტების ჩაყრის დროს წარმოთქვით,- სიუხვე და ბარაქა ჩემ ოჯახს.

ეს კომპოზიცია შუადღემდე უნდა დატოვოთ და მანამდე სახლის დალაგებას უნდა შეუდგეთ. როდესაც მორჩებით სახლის დალაგებას, მონეტებიან წყალში დასველებული ტილო თქვენი ბინის ყველა კარ-ფანჯარას გადაუსვით . როდესაც მორჩებით. ხურდები ამოიღეთ წითელ ან ოქროსფერ ტომარაში მოათავსეთ, ან ყუთში ჩაალაგეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში შეინახეთ მთელი წლის განმავლობაში. წყალი ან მცენარეებს ან გარეთ ხეს დაასხით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  თუ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა გინდათ, მაშინ პარტნიორი ამ 4 ზოდიაქოში უნდა ეძებოთ

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi