მიუხედავად ნეგატიური გავლენისა, რეტროგრადული მერკური უნიკალურ შანსს გვაძლევს, რომ საკუთარი თავი შევამოწმოთ, წარსულის გაკვეთილები გავითვალისწინოთ და სამომავლო გეგმები დავსახოთ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც პირად ცხოვრებაში რეტროგრადული მერკურის პერიოდში დადებითი ცვლილებები ელოდება.
ეს ნიშანი მშვილდოსანია. აღნიშნული პლანეტა სწორედ თქვენს ნიშანს გაივლის და კომუნიკაციას გაააქტიურებს. შესაბამისად, ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, დაუკავშირდეთ საყვარელ ადამიანებს, მოაგვაროთ არსებული უთანხმოებები, აღადგინოთ დაკარგული კავშირები და ურთიერთობებში მეტი ჰარმონია შეიტანოთ.
გარდა ამისა, ურთიერთობებში ეს სიცხადის ეტაპი იქნება. შესაძლოა, საბოლოოდ მიხვდეთ, რომ ახალი ეტაპის დროა და სამუდამოდ დაასრულოთ ის, რასაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს.
გარდა ამისა, პლანეტა მერკურის გავლენით თქვენს სოციალურ აქტივობებს მნიშვნელოვნად გაზრდით. ეს კი ახალი ნაცნობების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ ან არსებული კომუნიკაცია გააუმჯობესოთ.
მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკურის გავლენით თქვენს ნიშანს პროფესიული თვალსაზრისით გარკვეული გამოწვევები ელის, პირად ცხოვრებაში დადებითი სიახლეები, საინტერესო კომუნიკაცია და სასიამოვნო თავგადასავლები გაგახარებთ.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი





