დროა გაარკვიოთ, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფინანსური კეთილდღეობა და რა უნდა გააკეთოთ ამის მისაღწევად.
ვერძი
კარგი იქნება თუ თანხას ბიზნესთან ან ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში დახარჯავთ. მოსალოდნელი იქნება ხელფასის ზრდა. საერთო ჯამში, ეს წელი ფულად საკითხებში არაერთგვაროვან შედეგს მოგიტანთ. შესაძლოა, თქვენი დანაზოგი და ფინანსური მხარდაჭერა გაიზარდოს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გეგმავთ ფინანსებს.
მიზანშეწონილია ჩაატაროთ მეტი კვლევა, ანალიზი და მიჰყვეთ ექსპერტთა რჩევებს ინვესტიციებისა და აქციებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
კურო
როგორც ჩანს, ამ წელს ფულთან და ფინანსებთან დაკავშირებული სურვილების ასრულებს დროა, მაგრამ, შესაძლოა დაუგეგმავ ხარჯებსაც წააწყდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი ფინანსების მართვა კარგად შეგეძლოთ.
ტყუპები
იუპიტერი თქვენი ფინანსური სურვილების დაკმაყოფილებისთვის მზად არის. ამ მხრივ ნამდვილად წარმატებული წელი გელოდებათ. ნებისმიერი სახის მსხვილი ინვესტიციის განხორციელებამდე სათანადო დაფიქრება და ანალიზი გმართებთ. ზოგიერთ თქვენგანს ახალი სამსახური და დაწინაურებაც ელოდება.
კირჩხიბი
მოთმინება და სიფრთხილე გმართებთ. შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა ქონება ან მიწა შეიძინოს. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები მოგზაურობისთვის. ბიზნესის მფლობელებს, რომელთა საქმიანობაც მანქანა-დანადგარების წარმოებასთანაა დაკავშირებული დიდი ფინანსური ზრდა ელით.
ლომი
წელს სატურნი გირჩევთ, რომ თავი აარიდოთ წარსულის შეცდომებს და დაიწყოთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ყველაფერი ძველი გასულ წელს გაატანეთ. ახალი წლის სუფთა ფურცლიდან დაწყება ფინანსურ სტაბილურობასაც მოგიტანთ.
ქალწული
პირველ ნახევარში მნიშვნლოვან ფინანსურ ზრდას გელით, ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება ფული მანქანის შეძენაზე ან შეკეთებაზე დახარჯოს.
როგორც ამ წელს პლანეტების მკაცრი მოძრაობა მიუთითებს, თვის მეორე ნახევარში შესაძლოა ფინანსური ზარალი განიცადოთ, რაც ცუდი გადაწყვეტილების მიღების შედეგი იქნება. რაც შეეხება მსხვილ ინვესტიციებს და ფინანსურ გადაწყვეტილებებს, ექსპერტების რჩევით, კარგი იქნება თუ მათ მოერიდებით.
სასწორი
როგორც ჩანს, წელი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება როგორც თქვენი ფინანსებისთვის, ასევე ფულთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ამ წლის დასაწყისში მკაფიოდ უნდა გადაწყვიტოთ ყველა თქვენი ფინანსური მიზანი, რათა მათი სწორად მართვა შეძლოთ.
მორიელი
წარმატებულ ინვესტიციებს ელოდეთ. წლის დასაწყისი რთული იქნება. ფინანსების მართვა არ არის მარტივი ამოცანა, რადგან მას სათანადო ცოდნა სჭირდება. ამიტომ მიზანშეწონილია ყველაფერი სწორად განსაზღვროთ.როგორც ჩანს, შემოდომაზე სიტუაცია უფრო გაუმჯობესდება.
მშვილდოსანი
წლის დასაწყისში, როგორც ჩანს, იუპიტერი და ვენერა ძალიან პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ ფინანსური თვალსაზრისით. მშვილდოსნისთვის შემოდგომა ნამდვილად იღბლის მომტანი აღმოჩნდება. თქვენი შრომა და ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ეს კი დამატებითი მოტივატორი გახდება.
თხის რქა
შესაძლოა ენერგიის მოზღვავება და საკუთარი ინიციატივით მოქმედების დიდი სურვილი იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფოკუსირება მოახდინოთ საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე. თუ თქვენი სამუშაო დაკავშირებულია ხშირ მოგზაურობასთან და მივლინებებთან, ვარსკვლავები კარგ წელს გპირდებიან. ზრდის მთავარი რეზერვი ახალი საქმიანი ნაცნობობაა. შეეცადეთ ჩართოთ სხვები თქვენი ეკონომიკური ინტერესების სფეროში.
მერწყული
მოულოდნელ ცვლილებებს გპირდებათ, რამაც შესაძლოა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.ეს დაკავშირებული იქნება რაიმე სახის ტექნიკურ გაუმართაობასთან, ავარიასთან, რის შედეგადაც მოსალოდნელია დაზიანდეს თქვენი ქონება და ამ ზიანის ასანაზღაურებლად დაგჭირდეთ დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყენება.
თევზები
ფინანსური ჰოროსკოპი მატერიალისტურ მოგებას მოგცემთ. პოზიტიურად შეხვდით ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ სექტემბრის პირველ ნახევარში სირთულეები გელოდებათ. ამ პერიოდში, თქვენთვის ხელმძღვანელის ავტორიტეტის მნიშვნელობა მცირდება და სანაცვლოდ იზრდება საკუთარი ავტორიტეტის დამტკიცების საჭიროება. ამ ყველაფერმა, საბოლოოდ შეიძლება მიგიყვანოთ მწვავე სიტუაციამდე, რაც თქვენს კარიერაზე და ფინანსებზე უარყოფითად აისახება. შეეცადეთ მოთოკოთ ამბიციები და ხელმძღვანელობის აზრის მიმართ გამოიჩინოთ პატივისცემა.
მასალის გამოყენების პირობები