ზაფხულში იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება, რომელიც 36 წელიწადში ერთხელ ხდება

0
250

ვერძის ნიშანში პლანეტა სატურნისა და ნეპტუნის გაერთიანება გლობალური ცვლილებებისკენ გვიბიძგებს, ააქტიურებს ჩვენს სურვილებს, მიზნებს, ამსხვრევს ილუზიებს და მოვლენების რეალურად აღქმისკენ მოგვიწოდებს.

ვერძი გამბედაობასთან, სიძლიერესთან, მიზანდასახულობასთან ასოცირდება და აღნიშნულ ნიშანში პლანეტების გაერთიანება ინდივიდუალურ ინიციატივებსა და ლიდერობას ხაზს უსვამს.

ყველაფერი, რაც მოძველებული და არასაჭიროა, საბოლოოდ დაკარგავს აზრს და ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, ოცნებების ასასრულებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ამ პერიოდს ახალი ეტაპის დაწყება ახასიათებს. თუმცა, ცვლილებები ნამდვილად შესამჩნევი იქნება.

ამიტომ, წინ საკმაოდ აქტიური პერიოდი გველოდება, რომელიც მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგვცემს და მიზნების ასრულებაში დაგვეხმარება. მთავარია, სიახლეების არ შეგვეშინდეს და ენერგია და რესურსი სწორად გამოვიყენოთ.

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ