ზოდიაქოს ამ ნიშნებს ნოემბერში კარმული დაპირისპირება ელოდება

0
100
18 ივლისის პროგნოზი

2024 წლის ნოემბერში პლანეტა მარსი და პლუტონი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ორი პლანეტის საპირისპირო პოზიციით განლაგება ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით ემოციური იქნება და ამავდროულად, ჩხუბისა და უსიამოვნო კომუნიკაციის რისკიც იზრდება. ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს კი აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენის გამო მომდევნო თვის განმავლობაში შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეხვდეს:

ვერძი

თქვენი მმართველი პლანეტა – მარსი საცხოვრებელ და საოჯახო სექტორში პლუტონთან საპირისპირო პოზიციაში იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამის გამო, შესაძლოა, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ისე საქმიან ურთიერთობებში თქვენს უფროსებთან სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ. შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში საბოლოოდ შეწყვიტოთ იმის გაკეთება, რაც თქვენთვის აქამდეც არასასიამოვნო იყო, მაგრამ ხათრისა და ვალდებულებების გამო აკეთებდით და კონფლიქტი ამან გამოიწვიოს. ვეღარ შეთანხმდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ასე შემდეგ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბერში შეიძლება, რთული არჩევანის წინაშე დადგეთ. მოგიწევთ, კარგად გადააფასოთ, სად ცხოვრობთ და ვისთან ერთად მუშაობთ…

სასწორი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნოემბერში პარტნიორთან სერიოზული დაპირისპირება გელით. ეს კი, შესაძლოა, ფინანსებთან და იმ მიზნებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც ორივე თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მეტიც, შესაძლოა, ეს დაპირისპირება თქვენ სასარგებლოდ არ გადაწყდეს. ამიტომაც, იქამდე მაქსიმალურად შეეცადეთ, სადავო საკითხები მოაგვაროთ. გარდა ამისა, თუ ნოემბერში ახალი პარტნიორობასა და თანამშრომლობას გადაწყვეტთ, შესაძლოა, ამ მიმართულებითაც წარუმატებელი არჩევანი გააკეთოთ. ამიტომ, ახალი თანამშრომლობა ან ნოემბრამდე დაგეგმეთ ან მის შემდგომ.

კირჩხიბი საკუთარი პრიორიტეტების დასაცავად მოემზადეთ, რადგანაც ნოემბერში შესაძლოა, პირად ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალოს და გარკვეული ბრალდებები, უკმაყოფილებაც მოისმინოთ. გარდა ამისა, ორი პლანეტის საპირისპირო პოზიციის გამო, შეიძლება უთანხმოება საქმიან პარტნიორებთანაც მოგივიდეთ და მათ განახლებული, თქვენთვის მიუღებელი პირობები წამოგიყენონ.

თხის რქაროგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის ნოემბერი მთელი წლის განმავლობაში თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და არახელსაყრელი პერიოდი იქნება, როდესაც შეთანხმებები განსაკუთრებით გაგიჭირდებათ, კომპრომისების პოვნა თითქმის შეუძლებელი იქნება და გარკვეული გეგმების შეცვლაც მოგიწევთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ წინასწარ სადავო საკითხები მოაგვაროთ და შეეცადოთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისათვის დრო იქამდე გამოყოთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze