ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მიზანდასახული ადამიანები არიან, დიდი ენერგია, თავდაჯერებულობა და შემართება აქვთ და მათი ენერგია სხვებსაც აძლევს მოტივაციას. აგვისტოს განმავლობაში კიდევ უფრო მეტ შემართებას იგრძნობთ და გექნებათ შანსი, თქვენი მიზნებისა და ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ და დაიწყოთ ისეთი საქმეები, რომელთა განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აგვისტოში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ის არა მხოლოდ წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ, არამედ არაერთ ბედნიერ და საინტერესო თავგადასავალსაც გაჩუქებთ.
კურო
თევზები
თევზები აგვისტოში საინტერესო ადამიანებს შეხვდებიან. ეს შეიძლება იყოს როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობის თვალსაზრისით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი შეხვედრა თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. შესაბამისად, თავს ბევრად მოტივირებულად იგრძნობთ და თავდაჯერებულობაც სრულად დაგიბრუნდებათ, რაც მოგცემთ შანსს, რომ თქვენი ოცნებების ასრულებაზე ახლა უკვე რეალისტურად იფიქროთ და პირველი ნაბიჯებიც გადადგათ. კარგად დააკვირდით წყლისა და მიწის ნიშნებს, მეგობრებთან ერთად გართობაზე, გასეირნებაზე, მოგზაურობაზე უარი არ თქვათ. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება გაიცნოთ ის, ვისაც დიდი ხანია, ელოდებით.





