ზოდიაქოს 3 ნიშნის ცხოვრება თებერვალში შეიცვლება

0
191

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „ზმნას“ ეთერში საუბრობს 3 ზოდიაქოს ნიშანზე, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად შეიცვლება. „ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად და უკანმოუხედავად შეიცვლება. პირველ ადგილზე არის ვერძი. ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან შესაძლოა იპოვოს მთელი მისი სიყვარული. ასევე შესაძლოა გათავისუფლდეს მრავალწლიანი ტოქსიკური ურთიერთობებისგან. მეორე ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში რადიკალური ცვლილებების წინაშე დადგება იქნება ლომი. იცვლება აუდიტორია.

ეს არის ბიზნეს აუდიტორია, სამუშაო გარემო. ეს არის პირადი და პარტნიორული ურთიერთობების თემა. ლომთან ასევე იცვლება საკუთარ თავზე წარმოდგენა და შეხედულებები უკეთესობისკენ. მესამე ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად იცვლება, ეს არის თევზები. სრულდება ეტაპი გაურკვევლობის, ვარდისფერი სათვალეებით ცხოვრების, ბურუსით მოცული ურთიერთობების.

და იწყება ძალიან მნიშვნელოვანი გაბედული ეტაპი საკუთარი უტოპიური ოცნებებისკენ. ასევე თევზებთან დაბადებულ ადამიანებთან იწყება პერიოდი, როდესაც ისინი უკვე აღარ მოითმენენ იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ითმენდნენ. გამბედაობა იქნება, თევზებისთვის თებერვლის თვის მთავარი კოზირი“, – ამბობს სოფია ბზეკალავა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რჩევები ბარაქის მოსაზიდად