ისევე, როგორც ყველა წელს, ცხენსაც ეყოლება თავისი ფავორიტები – ეს წელი ყველას ჰპირდება სიახლეებს, თავგადასავლებსა და ბევრ სიკეთეს, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის ბედი ბორბალი უფრო სწრაფად იწყებს ტრიალს.
ვის გაუმართლებს განსაკუთრებით 2026 წელს, ამის შესახებ “რადიო ფორტუნასთან” ვრცლად თაკო მელიქიშვილმა ისაუბრა:
“ნათალურ რუკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ 2026 წლის დასაწყისი კარგი იქნება შემდეგი ნიშნებისთვის – მშვილდოსანი, კურო, მერწყული, ტყუპები, მეორე ნახევარი – კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის.
იწყება ახალი ციკლი, მზის ენერგიით. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი, უნდა აღინიშნოს, რომ შემოვა თებერვალში. აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყვითელსა და ოქროსფერზე. შავი, ნაცრისფერი და ცისფერი ფერები არ შეიძლება. უნდა გქონდეთ ოქროსფერი საფულე. სათამაშოს სახითაც ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ ფულის სათამაშო, მანქანა, თუ მანქანის ყიდვა გსურთ და გასაღები, თუ სახლის ყიდვა გსურთ… თუ არ გაქვთ სათამაშოს ყიდვის საშუალება, დახატეთ და დადეთ.
1, 10, 19 და 28-ში დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად კარგი წელიწადი იქნება, თუმცა ყველა ციფრს და ზოდიაქოს შეუძლია იყოს ბედნიერი, მთავარია, არ გვეშინოდეს ცვლილებების, მიზანი უნდა გქონდეს აუცილებლად. სურვილების ჩაფიქრებისას ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რა სარგებლობას მოუტანს სამყაროს და სხვა ადამიანს და არა მხოლოდ თქვენ. აფირმაციასა და პრაქტიკებს არანაირი აზრი არა აქვს, თუ არ გჯერათ, ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ…” – თქვა მან.
ინტერვიუს სრულად ნახავთ “რადიო ფორტუნას” გვერდზე
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi





