თუ გაქვთ უმიზეზო შფოთვები, არა აქვს მნიშვნელობა, რისგანაა გამოწვეული; სამსახურში გაქვთ უსიამოვნება, თუ ეჭვი გაქვთ, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ – განთიადამდე ნებისმიერი წყაროდან აიღეთ წყალი ღრმა ჭურჭელში, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში გაშლილი ხელის მტევანი ჩაყავით წყალში და დაისველეთ. სამი დღის მერე მიდით ნებისმიერ მდინარესთან და გადაღვარეთ ეს ნაბანი წყალი მდინარეში და დააყოლეთ შემდეგი სიტყვები: “წყალს ვღვრი, შიშებს ვუშვებ, ჩადი წყალო ზღვაში. მე არ ვიცი დარდი. აქედან მივდივარ მე (თქვენი სახელი) მშვიდი და სუფთა. ამინ.”
აიღეთ სამი თეთრი სანთელი, აავსეთ აბაზანა წყლით და დაამაგრეთ სანთლები ისე, რომ ერთი სანთელი იყოს თქვენს თავთან, ხოლო დანარჩენი ორი მარჯვენა და მარცხენა მხრებთან. ჩაწექით წყალში და წარმოთქვით: “სახელითა მამისა და ძისა და წმინდა სულისა, განვედ ჩემგან ყველა ავი და ბოროტი თვალი, ამინ!”
გაუშვით წყალი აბაზანიდან ისე, რომ არ ამოხვიდეთ წყლიდან. ასევე კარგად მოქმედებს ცუდი თვალისგან წვიმის წყალი . თუ გახვალთ და დადგებით თავსხმა წვიმაში და წარმოთქვამთ იგივე სიტყვებს, წყალი გაიტანს ავადმყოფობას.