თუ გაქვთ უმიზეზო შფოთვები, არა აქვს მნიშვნელობა, რისგანაა გამოწვეული; სამსახურში გაქვთ უსიამოვნება, თუ ეჭვი გაქვთ, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ – განთიადამდე ნებისმიერი წყაროდან აიღეთ წყალი ღრმა ჭურჭელში, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში გაშლილი ხელის მტევანი ჩაყავით წყალში და დაისველეთ. სამი დღის მერე მიდით ნებისმიერ მდინარესთან და გადაღვარეთ ეს ნაბანი წყალი მდინარეში და დააყოლეთ შემდეგი სიტყვები: “წყალს ვღვრი, შიშებს ვუშვებ, ჩადი წყალო ზღვაში. მე არ ვიცი დარდი. აქედან მივდივარ მე (თქვენი სახელი) მშვიდი და სუფთა. ამინ.”
თუ ბევრს შურს თქვენი შემოსავლის, თქვენი ბედნიერების და ჰარმონიის ან წარმატების, შეგიძლიათ აირიდოთ მათი ნეგატიური ენერგია შემდეგი რიტუალით:
აიღეთ სამი თეთრი სანთელი, აავსეთ აბაზანა წყლით და დაამაგრეთ სანთლები ისე, რომ ერთი სანთელი იყოს თქვენს თავთან, ხოლო დანარჩენი ორი მარჯვენა და მარცხენა მხრებთან. ჩაწექით წყალში და წარმოთქვით: “სახელითა მამისა და ძისა და წმინდა სულისა, განვედ ჩემგან ყველა ავი და ბოროტი თვალი, ამინ!”
გაუშვით წყალი აბაზანიდან ისე, რომ არ ამოხვიდეთ წყლიდან. ასევე კარგად მოქმედებს ცუდი თვალისგან წვიმის წყალი . თუ გახვალთ და დადგებით თავსხმა წვიმაში და წარმოთქვამთ იგივე სიტყვებს, წყალი გაიტანს ავადმყოფობას.
იმისთვის, რომ ოჯახში იყოს სიმშვიდე და სიწყნარე და ყველაფერი, რაც ცუდისკენ მიდის, კარგისკენ შემობრუნდეს, წყლის მაგიის მარტივ რიტუალს გასწავლით: ჭიდან ამოღებული წყალი მოასხით სახლში იატაკზე და შემდეგ, როდესაც დასველდება ყველა კუთხე-კუნჭული, უხმარი ტილოთი მოწმინდეთ. ის ტილო გადააგდეთ.