აბსოლუტურად ყველა სიტყვა განსაკუთრებული ძალითაა დაჯილდოებული. გარკვეული ფრაზების ყოველდღიურად წარმოთქმამ შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს: მიაღწიოთ წარმატებას, იპოვოთ სიყვარული და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
„დადასტურებები“ ყოველი დღისთვის
საკუთარი დადასტურებების გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი თქვენი ნათქვამის რწმენაა და არა სიტყვების ჩვეულებრივი გამოთქმა. გჯეროდეთ, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, რომ შავი ზოლი ყოველთვის იცვლება თეთრით და რომ თქვენ საკუთარი თავის რთული სიტუაციიდან დახსნა შეგიძლიათ, ამაში კი შემდეგი ფრაზების წარმოთქმა დაგეხმარებათ:
ჩემი ცხოვრება სავსეა ბედნიერებით და ყოველი დღე სიხარულს მანიჭებს
მე მიყვარს ჩემი თავი და მთელი სამყარო, რომელიც ჩემ გარშემოა. სიყვარული ცხოვრობს ჩემში და მახარებს ყოველდღე.
ვაპატიებ ჩემს თავს და ვუშვებ ყველა ნეგატიურ სიტუაციას.
მე შემიძლია სირთულეებთან გამკლავების მარტივი გზები ვიპოვო.
მე მსიამოვნებს ცხოვრება.
ყოველდღე უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები.
ჩემი ჯანმრთელობა ჩემი ყოველდღიური არჩევანია.
ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი მომავალი მელის.
მე ვაღიარებ ჩემს თავისუფლებას. მე შემიძლია ვიყო, ვინც მინდა.
ჩემი ენერგია ყველაფერთან გამკლავების საშუალებას მაძლევს.