ვენერას გავლენა კირჩხიბის ნიშანში ამ კვირაში ემოციებს განსაკუთრებით გაამწვავებს. ინტუიცია, მგრძნობელობა და გულწრფელი საუბრები ურთიერთობებში მთავარ როლს ითამაშებს. სავსე მთვარე მერწყულში კი მოულოდნელ ცვლილებებსა და ახალი დასაწყისის შანსს აჩენს.
♈ ვერძი
სიყვარულში სითბო და ყურადღება საჭირო ხდება. თუ ურთიერთობაში ხართ – დროა გულით ისაუბროთ. მარტოხელებმა კი შესაძლოა წარსულიდან ნაცნობი კვლავ გამოჩნდეს.
♉ კურო
თბილი და მოსიყვარულე პერიოდია. პარტნიორთან მეტი დროის გატარება სასიკეთოდ იმოქმედებს. ახალ ურთიერთობებსაც ძლიერი ემოციური საწყისი ექნება.
♊ ტყუპი
ეს კვირა მგრძნობიარე და ზოგჯერ ცვალებადი ემოციებით იქნება დატვირთული. თუ ურთიერთობაში ხართ – ეცადეთ სიღრმეში ჩახედოთ პარტნიორის გრძნობებს. მარტო მყოფებს მოულოდნელი გაცნობა ელით.
♋ კირჩხიბი
ვენერას პოზიცია თქვენს ნიშანში სიყვარულში ჰარმონიას და სილაღეს მოგიტანთ. დროა დაუფარავად გამოხატოთ გრძნობები. მარტოხელებს ახალი და ღრმა კავშირი ელით.
♌ ლომი
სიყვარული ამ კვირაში შეიძლება უფრო ჩაფიქრებული და პირადული გახდეს. შესაძლოა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გსურთ რეალურად ურთიერთობისგან. წარსულთან გაწმენდა გახდება საჭირო.
♍ ქალწული
მეგობრული ურთიერთობები შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. კომუნიკაცია გახდება მთავარი ხაზი. ურთიერთობებში სტაბილურობის შეგრძნება იზრდება.
♎ სასწორი
სასიყვარულო სფეროში გარკვეული სერიოზულობა იჩენს თავს. შესაძლოა ისეთი საკითხები წამოიწიოს, რაც განსაზღვრავს ურთიერთობის მომავალს. გულწრფელობა თქვენი მთავარი იარაღია.
♏ მორიელი
დროს დაუთმობთ სულიერ და ღრმა კავშირს. თუ ურთიერთობაში ხართ – ერთობლივი გეგმები გაამყარებს ბმას. მარტოხელებს სასიყვარულო მოულოდნელობა ელით უცხო გარემოში.
♐ მშვილდოსანი
შესაძლოა გაჩნდეს ძლიერი მიზიდულობა, რომელიც საკმაოდ სწრაფად განვითარდება. გააზრებული ემოციები და პირდაპირობა დაგეხმარებათ ჯანსაღი კავშირის შექმნაში.
♑ თხის რქა
სასიყვარულო სფეროში მეტი სითბო და გახსნილობა მოითხოვება. ნუ დაფარავთ ემოციებს – პარტნიორი სწორედ გულწრფელობას ელის. ახალ გაცნობილ ადამიანთან ნელა მაგრამ მყარად განვითარდება ურთიერთობა.
♒ მერწყული
სავსე მთვარე თქვენს ნიშანში ცვლილებებს მოიტანს. შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირად ცხოვრებაში. დროა გაერკვეთ, რა გჭირდებათ რეალურად.
♓ თევზები
ემოციური კვირაა. ფანტაზია და სინაზე სიყვარულში თქვენი მოკავშირეა, თუმცა ეცადეთ რეალობას არ მოცილდეთ. მოთმინება და გულმოსმენა სასიკეთო შედეგს მოგიტანთ
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi