მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

0
187

ასტროლოგი ხატია ძნელაძე გვიზიარებს მარტივ ტექნიკას, რომელიც ახალი წლის ღამეს დაგეხმარებათ საბედოს დასიზმრებაში.

ახალი წლის ღამით, როდესაც 12 საათი გახდება, როცა გარეთ ფოიერვერკები აფეთქდება და ცაში აიხედავთ, დახუჭეთ თვალები და სამყაროს ასეთი სიტყვებით შესთხოვეთ: დაგასიზმროთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელი სამომავლოდ იქნება თქვენი ბედისწერა. აიღეთ ნებისმიერი ბეჭედი, რომელსაც მარჯვენა ხელის არათითზე გაიკეთებთ, სადაც დაქორწინების შემთხვევაში იკეთებენ ბეჭდებს. შემდეგ, ეს ბეჭედი ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ.

ახალი წლიდან 1 კვირის განმავლობაში ბეჭედი უნდა ეკიდოს ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ შეეხება და ვერავინ დაინახავს.

ახალი წლის ღამეს უნდა დაწეროთ წერილი ასეთი სიტყვებით პირველ პირში, რომ ძალიან გსურთ დაგესიზმროთ საყვარელი ადამიანი, რომელიც სამომავლოდ თქვენს გვერდით უნდა იყოს და სიზმარში უნდა მოვიდეს. ეს წერილიც სადმე, ნაძვის ხის ქვემოთ ჩამალეთ.

1 კვირის შემდეგ, როდესაც აიღებთ ბეჭედს და წერილს, საბედოს დასიზმრების შემდეგ უკვე ეპიზოდები დაგესიზმრებათ თქვენი ურთიერთობიდან და გაიგებთ, საიდან გაიცნობთ,“ – ამბობს ხატია ძნელაძე.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  წყვილების შერიგების რიტუალი