ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი – როდის უნდა ველოდოთ სახიფათო დღეებს

0
95

გასული თვის მაგნიტური ქარიშხლებისგან შეწუხებულ მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს ოქტომბერი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ამ თვეში მზის­გან გა­მო­ტყორ­ცნი­ლი ენერ­გია დე­და­მი­წა­ზე შედარებით სუსტ მაგ­ნი­ტუ­რ ქა­რიშ­ხლე­ბს გამოიწვევს, მაგ­რამ ასეთი შტორმები მა­ინც იწვევს დისკომფორტს და ადამიანების გუნება-განწყობილების გაუარესებას. როგორც ანდაზა ამბობს: „ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია“, ამიტომაც მოვამზადეთ გეომაგნიტური რყევების გრაფიკი.

როდის გველოდება მაგნიტური ქარიშხალი მიმდინარე წლის ოქტომბერში?

3-6 ოქტომბერი – საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მის სიმ­ძლავ­რე თავდაპირ­ვე­ლად 4 ბალს შე­ად­გენს, შემ­დეგ კი 5 ბა­ლამ­დე გა­იზ­რდე­ბა;
10-12 ოქტომბერი – დაიწყება სუსტი მაგნიტური შტორმით, 11 ოქტომბერს მიაღწევს საშუალო ინტენსივობის დონეს, ხოლო 12 ოქ­ტომ­ბერს 6 ბა­ლამ­დე აი­წევს;
17 ოქტომბერი – სუსტი მაგნიტური ქარიშხალი;
22-26 ოქტომბერი – ხანგრძლივი, მაგრამ სუსტი მაგნიტური ქარიშხალი, მაქ­სი­მუმ 4 ბალი;
29 ოქტომბერი – სუსტი მაგნიტური ქარიშხალი.

ექსპერტების განმარტებით: გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს – საუკეთესო ინდიკატორი ხომ ჩვენი სხეულია – და გაითვალისწინეთ ზოგადი რჩევები:

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.

ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომლის მიზეზსაც ვერ იგებს. თავს იჩენს ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ტირილი, მადის დაკარგვა; შესაძლოა სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს.

ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული გახდეს, ყურადღება გაეფანტოს, აგრესიული ქცევა ჰქონდეს, საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდეს.

თუ ამ პერიოდში მშობლები და პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;

გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) საწოლიდან მკვეთრად არ უნდა წამოდგეთ, რადგან შესაძლოა თავბრუ დაგეხვათ და წონასწორობა დაკარგოთ. ამიტომ ჯერ წამოჯექით, ცოტა ხანს მოიცადეთ და შემდეგ ადექით;

კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;

დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;

საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მოხარშული ქათმის ხორცი და თევზეული;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;

ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;

კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze