სიზმარში ქორწილის ან ჯვრისწერის ხილვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული და მრავალშრიანი სიმბოლოა. ფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები განმარტავენ, რომ ასეთი სიზმრები ყოველთვის რომანტიკულ ურთიერთობაზე არ მიუთითებს — ხშირად ეს სიღრმისეულ ცვლილებებს, შინაგან მომწიფებას ან ცხოვრების ახალ ფაზაზე გადასვლას უკავშირდება.
სიზმარში ქორწილი – ძირითადი მნიშვნელობები
სპეციალისტების განმარტებით, ქორწილის სიზმარი ყველაზე ხშირად შემდეგს უკავშირდება:
შინაგანი ცვლილება – ქორწილი სიზმარში შეიძლება მიანიშნებდეს, რომ თქვენში ორი განსხვავებული ნაწილი — გონება და გული, ან წარსული და აწმყო — მზადაა გაერთიანებისთვის.
ახალი ფაზა ცხოვრებაში – შესაძლოა, მალე დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმე, ახალი ურთიერთობა ან პიროვნული გარდატეხა, რომელსაც „გაერთიანების“, ანუ ქორწინების სიმბოლო აქვს.
თუ სიზმარში, ქორწილში თავს სტუმრად ან სტუმრის სტატუსით ხედავთ, შესაძლოა, შინაგანად განიცდით სხვებისგან თქვენს მიმართ გაჩენილ მოლოდინებს — როგორ უნდა იქცეოდეთ, როდის უნდა დაქორწინდეთ და ა.შ.
სიზმარში ჯვრისწერა – სულიერი განზომილება
თუ სიზმარში ჯვრისწერას ესწრებით ან თავად იწერთ ჯვარს, ეს უკვე უფრო ღრმა, სულიერ და ზოგჯერ კარმულ თემებზე მიუთითებს:
„ჯვრისწერა სიზმარში შეიძლება ნიშნავდეს კარმული კავშირის გაჩენას ან გამძაფრებულ სულიერ მოწოდებას. ხშირად ეს სიზმრები წინ უსწრებს ურთიერთობებში ან საქმიან სფეროში ბედი-იღბლის ჩარევას“,
ასევე შესაძლოა ნიშნავდეს: მნიშვნელოვანი პიროვნების ან საქმის გამოჩენას თქვენს ცხოვრებაში;
კავშირი წარსულ ცხოვრებასთან ან სულიერი კონტრაქტის „გააქტიურებას“;
პიროვნული სიმშვიდის ძიებას და ღრმა ერთგულებას შინაგან მიზნებთან.
რას ნიშნავს თუ სიზმარში ქორწილის გვეშინია ან გარბიხართ ქორწილიდან
თუ სიზმარში ქორწილს გაურბიხართ, ნერვიულობთ ან ტოვებთ ცერემონიალს, შესაძლოა ეს ნიშნავდეს: შიშს ცვლილებების ან ვალდებულებების მიმართ რეალურ ცხოვრებაში;
გაუცნობიერებელ შფოთვას სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას;
დაბრკოლებას საკუთარ სურვილებსა და საზოგადოებრივ წნეხს შორის.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი