რა არის მომპარავი ჯადო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი ზემოქმედება

0
58
#post_seo_title

ქართველი მაგი, ფსევდონიმით – გრიმუარი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას, მომპარავ ჯადოსთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ გავრცელებული და საშიშია.

„ვეცდები, ვისაუბრო მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით, ნაკლებად გავამახვილებ ყურადღებას ტექნიკურ მხარეზე და რთულ ტერმინებზე, რათა ყველამ გაიგოს თანაბრად. – წერს მაგი.
მომპარავის მოქმედების პრინციპი, როგორც უკვე მიხვდებოდით, მდგომარეობს ერთი პიროვნების მიერ მეორისგან რაიმე სახის წარმატების, იღბლისა თუ ღირებული ან მისთვის საინტერესო სფეროებიდან ენერგიის მოპარვაში.
ყველაზე ხშირი და გავრცელებული კატეგორია გახლავთ ფინანსური ენერგიის, იღბლის, სილამაზის ან ჯანმრთელობის მოპარვა.
როგორც წესი, ასეთი ტიპის ზეგავლენისათვის დაბოღმილი და შავგული ადამიანი ირჩევს მასზე წარმატებულ ან რამეში მოწინავე მსხვერპლს. თუ საუბარია ფინანსური ენერგიის მოპარვაზე, ეს უნდა იყოს პიროვნება, ვისაც მატერიალურ სფეროში ყველაფერი დალაგებული და აწყობილი აქვს. თუ საუბარია ჯანმრთელობის ან სილამაზის მოპარვაზე, შესაბამისად, მსხვერპლი უნდა იყოს სასიამოვნო გარეგნობისა და მტკიცე ორგანიზმის პატრონი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ხშირია, რომ ბრიყვი “დამნაშავეები”, რომლებიც დიდად არ გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, ამ დეტალებსაც უგულებელყოფენ და ჰპარავენ ენერგიას მათზე “ქვემდგომებსაც” კი (რასაც მათთვისვე უარყოფითი შედეგი მოჰყვება… თუმცა ამაზე თავად იდარდონ, რადგან ამ დანაშაულზე წამსვლელი მზად უნდა იყოს გარდაუვალი უკუცემებისა და უკუჩვენებებისთვისაც).
იმისათვის, რომ საკითხის არსი გახდეს მეტად გასაგები, მოვიყვან მაგალითს, სადაც ვისაუბრებ გამოგონილ პერსონაჟებზე. პირობითად ლაშა, გიორგი, რუსუდანი და ნანა.
მაგალითი 1: ლაშა და გიორგი მეგობრობენ, გიორგის ჰყავს კარგი ავტომობილი, ჰყავს ლამაზი ცოლი, მუშაობს კარგ პოზიციაზე, ერთი სიტყვით ტკბება ცხოვრებით… ლაშა არც მასავით განათლებულია, არც აღნაგობით ან გარეგნობით გამოირჩევა, ფინანსური საკითხებიც ვერა და ვერ დაალაგა… დაბოღმილმა, გადაწყვიტა რომ მისი მეგობრისაგან წარმატება მოეპარა, შეასრულა გარკვეული სახის შავმაგიური რიტუალები. გიორგის დაეწყო პრობლემები, მანქანა დაუზიანდა და გაყიდვა მოუწია, სამსახურში და ფულთანაც საქმე ცუდად წაუვიდა, ცოლთან აქვს ემოციური კრიზისი, დასტრესილი თითქოს ნაადრევად და უეცრად ჩამობერდა, გაუჩნდა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები რაც აქამდე არ აწუხებდა და ა.შ…
სამაგიეროდ ლაშამ ავტომობილი შეიძინა, სამსახურიც იშოვა, “ჯიბეში ფული გაუჩნდა”, გარეგნულადაც თითქოს უკეთ გამოიყურება, ჯანმრთელობაც გაუუმჯობესდა.
სწორედ ამ პრინციპით მოქმედებენ მომპარავები, თუმცა, როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ ხოლმე კონკრეტულ სფეროზე და არა ყველაფერზე ერთად…

READ  ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მაგალითი 2: რუსუდანს აწუხებს ჰორმონალური დისბალანსი, თმის ცვენა და ჭარბი წონა. მან გადაწყვიტა მისი მამიდაშვილის, ნანას სილამაზის მოპარვა.
შესაბამისი მაგიური ოპერაციების შემდგომ, რუსუდანმა უეცრად დაიწყო წონაში კლება, ჰორმონალური ფონი დაურეგულირდა, გალამაზდა და გაჯანსაღდა… ამ დროს ნანამ უეცრად მოიმატა წონაში, აღმოაჩნდა ჩიყვი და ა.შ… ნანამ იცოდა, რომ მსგავსი პრობლემები აწუხებდა რუსუდანს, შესაბამისად უკვირს, რატომ დალაგდა ყველაფერი პირველთან და თითქმის იდენტურად გაჩნდა მეორის ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ამ ორი მაგალითის ხარჯზე მარტივად მიხვდებით მომპარავის არსს.

რა განასხვავებს მომპარავ ჯადოს ჩვეულებრივი ჯადოსაგან? ხომ ორივე შავი მაგიაა?
იდეურად, „მომპარავი“ ჯადოს ნაირსახეობაა, თუმცა ტექნიკურად ამ ორს შორის არის მცირე სხვაობა: ჯადოს დროს დამნაშავეს ამოძრავებს მხოლოდ დესტრუქციული ინტერესები (სხვისი ნებისა და ბედნიერების ხელყოფა, დაზიანება, მისთვის ცუდის მოტანა, დასჯა და ა.შ…) რა დროსაც მომპარავის დროს მთავარ სამიზნეს წარმოადგენს დამნაშავისათვის სარგებლის მოტანა, მაგალითისათვის შეგვიძლია ეს პროცედურა გავუტოლოთ წარმატების ან ბარაქის რიტუალის შესრულებას, მხოლოდ ის არის სხვაობა, რომ ეს ხდება არა ჯანსაღი გზით, არამედ სხვისგან ენერგიის უსამართლოდ და უნამუსოდ მითვისების ხარჯზე… სრულად

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze