რა ენერგეტიკა შეაქვს ტელეფონის ნომერს მფლობელის ცხოვრებაში

0
5
18 ივლისის პროგნოზი

ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ ტელეფონის ნომერი გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, რადგან თითოეულ რიცხვს თავისი წილი ენერგია შეაქვს მასში.

– ნუმეროლოგიური გამოთვლებით, ტელეფონის ნომერში შემავალი რიცხვების ენერგეტიკულ შენატანს, არცთუ უმნიშვნელო გავლენის მოხდენა შეუძლია მფლობელის ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, უმეტესობას საყვარელი ნომერი აქვს ამორჩეული, რაც სრულიად ქვეცნობიერად ხდება და ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება. თუმცა ნუმეროლოგიას აქვს ახსნა და შეუძლია, იმაშიც დაგვეხმაროს, გავიგოთ, ცხოვრებისეულ რა სიტუაციებში ხდება ჩვენი ტელეფონი – ნომრის მიხედვით, არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ აქტიური დამხმარე ენერგეტიკულ დონეზე.

– რა არის ამისთვის საჭირო?

– უნდა გამოვთვალოთ ტელეფონის ნომრის ციფრული კოდი. ამისთვის კი საჭიროა, თქვენი ტელეფონის ნომრის ყველა ციფრი შეაჯამოთ და მიღებული შედეგი ნუმეროლოგიური პრინციპით მანამდე შეკრიბოთ, სანამ საბაზისო, ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ: 1-დან 9-მდე. მაგალითად, თუ ტელეფონის ნომერია: 599 038 572, მაშინ ციფრები უნდა დააჯამოთ ასე: 5+9+9+3+8+5+7+2=48; 4+8=12; 1+2=3. ესე იგი, თქვენი ციფრული კოდია 3.

– რომელია ტელეფონის იღბლიანი ნომრები?

– თანმიმდევრულად განვიხილოთ ყველა ციფრული კოდი და თავად შეაფასეთ, რომელი მათგანია თქვენთვის იღბლიანი. მაშ ასე, ციფრული კოდი 1 – ეს ნომერი ხელსაყრელია დამოუკიდებელი და აქტიური ქმედებებისთვის, პირადი ინიციატივისა და ახალი საქმის დასაწყებად. ტელეფონი ამ ნომრით გამოგადგებათ საქმიანი პრობლემების მოსაგვარებლად, შეხვედრების ორგანიზებისა და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. ციფრული კოდი -1 შესაფერისია აღმასრულებლებისა და მენეჯერებისთვის. ასეთი ნომრის მფლობელს შეუძლია, დარწმუნებული იყოს წარმატებაში პროფესიული და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. ციფრული კოდი 2 – ხელს უწყობს შეთანხმებულ თანამშრომლობას და საერთოდ, ყველაფერში ჰარმონია შეაქვს. თუმცა, უმჯობესია, ამ ნომრის ტელეფონით შემომავალ ზარებს უპასუხოთ და არა თავად დარეკოთ სხვასთან. ყველაზე მისაღები კი, რაც 2-იანი კოდის ტელეფონით შეიძლება განახორციელოთ, ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებული საქმეებისა და პროექტების განხილვაა.

– გამოვითვალე ჩემი ნომრის ციფრული კოდი და ჯერ არ გიხსენებიათ, რა ხდება „3-თან“ დაკავშირებით?

READ  რა ნივთებს არ უნდა შეეხოთ სხვის სახლში, რომ სერიოზულ უსიამოვნებებს ასცდეთ

– ციფრული კოდი 3 – იდეალურია ტურიზმთან და შოუ-ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ამ კოდის შესაბამისი ტელეფონის ნომრები შესაფერისია ჟურნალისტების, მსახიობებისა და რეკლამაში მომუშავე პირებისთვის. ის მოსახერხებელია ასევე, საქმიანი შეხვედრების, ქალაქგარეთ გასვლისა თუ შორეული მოგზაურობის დასაგეგმად. ციფრული კოდი 4 – ნამდვილად შემოქმედი და შრომისმოყვარე ადამიანებისთვისაა ზედგამოჭრილი. ამიტომ, არ ღირს მისი საშუალებით მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება. უმჯობესია, ისაუბროთ ყველაფერზე, რაც კი საოჯახო საქმეებს შეეხება. მისი საშუალებით ნურც პაემანზე შეთანხმდებით და არც გართობა დაგეგმოთ. მაგრამ, რაც შეეხება 5-იანს, ეს ციფრული კოდი შესანიშნავია სასიყვარულო ურთიერთობების გასარკვევად. ასეთი ნომრის მფლობელი წარმატებული იქნება ყველაფერში: ხელსაყრელ შედეგებს მოგიტანთ დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტები და ასევე, დადებითად გადაწყდება სადავო საკითხები და ყველაფერზე შეთანხმებას შეძლებთ. წყარო

author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze