რა თვისებების გამო გაფასებენ და რატომ არ უყვარხართ გარშემო მყოფებს

0
4

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს გააჩნია ხასიათში აუტანელი თვისებები, რომლის საკომპენსაციოდაც ამ უკანასკნელს, რაღა თქმა უნდა, დადებითი სახასიათო შტრიხებიც ებოძა (სამყარო ხომ კანონზომიერი გახლავთ!). თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებს ესა თუ ის ინდივიდი საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოს, ეს უკვე თავად კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე. მე კი როგორც ასტროლოგს, მხოლოდ ის შემიძლია, თორმეტივე ნიშნის დამახასიათებელი პლუსები და მინუსები გაგაცნოთ…

ვერძის უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა.

დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კუროს ძირითადი ნაკლი მის უაპელაციო სიჯიუტეში მდგომარეობს. ამას მოჰყვება კიდევ ერთი ცუდი თვისება – სიახლეების მიუღებლობა და შიში. რის გამოც ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან.

დადებით თვისება კუროს შემთხვევაში ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.

ტყუპის ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება არის გაუთავებელი ლაქლაქისკენ მიდრეკილება და საშინლად ცვალებადი ხასიათი. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში მესამეს აკეთებს.

დადებითი თვისება ტყუპში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბის უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა. მას ძალიან უჭირს ასევე წარსულთან გამოთხოვება.

დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვების და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახის სიყვარული მიაჩნიათ.

სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.

ქალწულის უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ასევე ანგარებიან დამოკიდებულებას გარშემო მყოფების მიმართ.

დადებითი თვისება კი ის აქვს, რომ თავდადებული ზრუნვა შეუძლია მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორის ნაკლი მერწყევი ხასიათია. მას ხშირად თავად ვერ გაუგია რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე? გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება მისთვის პრობლემების საბაბი.

READ  5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი

დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მო­რი­ე­ლის ხა­სი­ათ­ში “ჩრდი­ლო­ვან მხა­რედ” შე­იძ­ლე­ბა მისი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამ ხალ­ხის დიდი ნაკ­ლია ბოღ­მი­სა და წყე­ნის ხან­გრძლი­ვი დრო­ით გუ­ლით ტა­რე­ბა.

თუმ­ცა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაც ბევ­რი აქვს მო­რი­ელს. იგი ერ­თგუ­ლი, ამ­ტა­ნი და გამ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნია. არა­სო­დეს ჩაგ­რავს ვინ­მეს უმი­ზე­ზოდ და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად.

მშვილ­დოს­ნე­ბის ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი, ცხოვ­რე­ბი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მია.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კი მათი სა­ო­ცა­რი გუ­ლი­თა­დო­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, მას­შტა­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა აღი­ნიშ­ნოს პირ­ველ რიგ­ში.

თხის რქის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი პირ­ქუ­ში ხა­სი­ა­თი, ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და სნო­ბიზ­მია. არა­ნაკ­ლებ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თხის რქის სი­ჯი­უ­ტეც.

და­დე­ბით თვი­სე­ბებს შო­რის თხის რქას შე­უძ­ლია თავი მო­ი­წო­ნოს ერ­თგუ­ლე­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით.

მერ­წყუ­ლის ნაკ­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბაა.

და­დე­ბი­თი კი ის აქვთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან. არა­სო­დეს ყო­ფენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფე­ნე­ბად და არ გა­აჩ­ნი­ათ გარ­თუ­ლე­ბა რა­ი­მე ტი­პის რე­გა­ლი­ე­ბის მი­მართ.

თევ­ზე­ბის ნაკ­ლია რბი­ლი ხა­სი­ა­თი, დამ­ყო­ლი ბუ­ნე­ბა და წუ­წუ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მათ ასე­ვე უჭირთ თავი და­აღ­წი­ონ ილუ­ზი­ებს და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­რონ.

და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან თევ­ზე­ბის ღირ­სე­ბაა თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მოს­მე­ნის ნიჭი.

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi