რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობაზე – თარიღი, ტრადიციები და ნიშნები

0
59
#post_seo_title

ყოველწლიურად მარტში მოდის განსაკუთრებული დღე – გაზაფხულის ბუნიობა. ეს უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა ასტრონომიული გაზაფხულის დასაწყისად ითვლება. ამ თარიღს აქვს თავისი ადათ-წესები, აკრძალვები და ნიშნები.

რა თარიღია 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობა

გაზაფხულის ბუნიობის თარიღები ყოველთვის არ არის მუდმივი – 19 და 21 მარტს შორის, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს არის 20.

20 მარტს გაზაფხულის ბუნიობა დადგება 2025 წელს

რიტუალები საგაზაფხულო ბუნიობისთვის

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ.

გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით. დილით შხაპი მიიღეთ – ითვლება, რომ ამ გზით წყალს ნეგატიურ ემოციებს გაატანთ და უიღბლობისაგან გათავისუფლდებით. დარგეთ მცენარეები, იყიდეთ ყვავილები და სახლში ლარნაკში მოათავსეთ – ამ გზით ახალ ენერგიას კარს გაუღებთ და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას იგრძნობთ. გაზაფხულის ბუნიობა შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანებს წყენა აპატიოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა.

დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს მწვანე, ლურჯი, ან ვარდისფერი სამოსი ჩაიცვათ – ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ.

უძველესი წეს-ჩვეულებების თანახმად, ასტრონომიული გაზაფხულის დაწყების დღეს, რამდენიმე სავალდებულო დავალება უნდა შესრულდეს: სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze
READ  რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს