რის გაკეთება ღირს და არ ღირს მთვარის დაბნელების დროს

0
1

დაბნელების ტენდენციები ყოველთვის უკავშირდება ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც ის ხდება.

მარტის დაბნელება ქალწულის ნიშანში მოხდება და ეს ნიშანი დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურ საქმეებთან, საყოფაცხოვრებო საკითხებთან, ჯანმრთელობასთან და, ზოგადად, რეჟიმთან. ამიტომ მიჰყევით რუტინულ საქმეებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დრო კარგია სურვილების ჩასაფიქრებლად, სასურველი მომავლის მოდელის კონფიგურაციისთვის. ასეთ მომენტებში კოსმოსი ღიაა და ჩვენი სურვილები ასმაგი სისწრაფით სრულდება.

სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან! ზო­გა­დად, აჯო­ბებს არ და­გეგ­მოთ გრძელვადიანი მოგზაურობები. თავი შე­ი­კა­ვეთ ასე­ვე მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალდებულებების აღე­ბის­გან. მო­ე­რი­დეთ კრედიტებსა და ვა­ლებს (რო­გორც ფუ­ლის სესხებას, ისე გა­სეს­ხე­ბას). ნუ და­გეგ­მავთ ამ პე­რი­ოდ­ში ქორწინებას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გაფორმებას ან ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რებს. თუკი არ გსურთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მად იქ­ცეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ასტროლოგების თქმით, სავსე მთვარე არის ენერგიის პიკი თვის განმავლობაში. სავსემთვარეობის შემდეგ ადამიანის ენერგია თანდათან კლებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სავსემთვარეობამდე მოახერხოთ მაქსიმუმის გაკეთება თქვენს მიმდინარე საქმეებსა და პროექტებში, შემდეგ კი მეტი ყურადღება დაუთმეთ ანალიზს და იმის გაცნობიერებას, თუ რა უფრო გსურთ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniHoroskopi.ge
#drpkhakadze