აიღეთ ფურცელი და დაწერეთ, რა ხდება თქვენს სახლში. აღწერეთ თქვენი გრძნობები, შეიძლება ეს იმ მომენტში არ იყოს მარტივი და შიშის გამო ვერ შეძლოთ კარგად გადმოცემა, მაგრამ აიყვანეთ თავი ხელში და დაწერეთ რასაც გრძნობთ და განიცდით, რას ხედავთ და გესმით. მოახდინეთ კონცენტრაცია, თუ ისევე ფიქრობთ, რომ იქ ვინმე იმყოფება კიდევ, ხმადაბლა წამორთქვით “თუ აქ არის ვინმე, წააქციე სკამი” სავსებით შესაძლოა, რომ ეს მოხდეს, ან ნაბიჯების ხმა გაიგონოთ.
გირჩევთ აკურთხებინოთ სახლი, დაიწყოთ ლოცვა, ხშირად იაროთ ეკლესიაში, იმარხულოთ და ეზიაროთ. თუ გამეორდება ასეთი მოვლენები, რომლებიც ზემოთ არის აღწერილი, სთხოვეთ სულს დატოვოს თქვენი სახლი. უთხარით, რომ გეშინიათ მისი და დისკომფორტს გიქმნით. არსებობს სხვადასხვა სახის სულები. იმედია თქვენი “ახალი მეზობელი” არ იქნება უარყოფითად განწყობილი თქვენს მიმართ და მოგისმენთ. მოატარეთ სახლში დილაობით საკმეველი და მიაპკურეთ ნაკურთხი წყალი ავეჯს.