როგორ ვმართოთ ცუდი სიზმრები

0
316
#post_seo_title

სიზმრების მართვა შესაძლებელია — ეს ცნობილია როგორც ლუციდური სიზმარი. მაგრამ მანამდე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ემოციური კავშირის გააზრება:

1. სიზმრის დღიური

ყოველდღე გაღვიძებისთანავე ჩაწერე სიზმარი. ამას აქვს ორი მიზანი:

გეხმარება სიზმრის გახსენებაში და მისი მონახაზის დანახვაში

აძლევს შენს ტვინს სიგნალს: “სიზმრები მნიშვნელოვანია”

2. სიმბოლოების ამოცნობა

თუ სიზმრებში ხშირად მეორდება კონკრეტული მონსტრი ან ადგილი, მნიშვნელოვანია გააცნობიერო:

რას განასახიერებს ის შენთვის?

როდის ჩნდება ყველაზე ხშირად?

რა გრძნობა გაქვს მის მიმართ?

3. სიზმრის დამცავი სიმბოლო

შეგიძლია შეიმუშაო საკუთარი პროტექტორი — მაგალითად, ნათელი ფერის არსება ან გარემო, რომელიც სიზმარში ჩნდება მაშინ, როცა შიში იწყება. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის მოგონებაზე დაფუძნებული პერსონაჟი, მაგალითად, მზისფერი გოგონა, რომელიც სიზმარში უსაფრთხოებას ქმნის.

 

4. სიზმრის სიუჟეტის შეცვლა

როდესაც ცნობიერება სიზმარში იზრდება, შეგიძლია სცადო მოქმედების შეცვლა:

დაამატო კარის გაღება, შუქის ანთება

შეეცადო შეახსენო საკუთარ თავს, რომ “ეს სიზმარია”გამოიძახო დამცავი სიმბოლო (მაგალითად, ლურჯი კარი).

5. სიზმრის რუკა

 

თუ ხშირად მოგზაურობ სიზმრებში, შეგიძლია დახატო შენი სიზმრების რუკა — მაგალითად:

მიტოვებული შენობები, მაღალი კორპუსები უცნობი ხალხით, ლაბირინთული სასახლეები, ცაში ლივლივა კიბეები, წვიმიანი დასახლებები. ამ რუკაზე შეგიძლია მონიშნო ადგილები, საიდანაც მონსტრები გამოდიან — და ასევე ადგილები, სადაც თავს მშვიდად გრძნობ.

რა არის ლუციდური სიზმარი?

ლუციდური სიზმარი (Lucid Dream) — ეს არის სიზმარი, რომელშიც შენ აცნობიერებ, რომ სიზმარში ხარ. ანუ შენ გგონია კი არა, ზუსტად იცი, რომ ეს რაც ხდება – სიზმარია და შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გინდა.

ლუციდური სიზმრის მაგია რაშია?

გონება სიფხიზლეს აღწევს ძილის დროს. შენი ცნობიერი აზროვნება აქტიურდება და ტვინი მუშაობს როგორც დღისით – მაგრამ სხეული ძილშია.

შეგიძლია მართო მოვლენები – აფრინდე, შექმნა ლოკაციები, შეხვდე პერსონაჟებს, მოულოდნელად შეცვალო სცენა (მაგ: მანიაკი აქციო → დელფინად ზღვაში )

READ  საუკეთესო და ყველაზე შეუსაბამო საჩუქრები თხის რქისთვის

შეგიძლია იმოქმედო კოშმარში

შენ აღარ ხარ მსხვერპლი. უკვე აქტიური მონაწილე ხარ, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს თავი.

 

რატომ გვესიზმრება ლუციდური სიზმარი?

ხშირად ხდება კოშმარის დროს, როცა ძლიერი ემოცია „აღვიძებს“ ცნობიერებას. ზოგს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, რომ ხშირად დაესიზმროს.

შეიძლება გამოიწვიო ვარჯიშითაც – ანუ სწავლობ, როგორ გახდე ლუციდურ მდგომარეობაში

ლუციდური სიზმრის ნიშნები: უცბად ხვდები, რომ რაღაც არ არის ლოგიკური („ეს სახლი არ არსებობდა!“)

გიჩნდება კითხვა: „ნეტავ სიზმარში ხომ არ ვარ?“

იწყებ მოქმედებას შენით: არჩევ, მიჰყვე თუ შეცვალო

ხედავ საკუთარ სხეულს (ზოგჯერ სხეულის გარე ხედვითაც)

 

როგორ მოიქცე ლუციდური სიზმრების დროს?

სიზმრის დღიური – გაღვიძებისთანავე ჩაიწერე რაც ნახე.

„Reality Check“-ები დღისით – ხშირად კითხე საკუთარ თავს: „სიზმარში ხომ არ ვარ?“

დაძინებამდე ფიქრები: „როცა სიზმარში ვიქნები, გავიაზრებ და ვმართავ მას.“

წარმოიდგინე მონსტრი, რომელიც გესიზმრება და დაუსვი 3 კითხვა:

1. შენ რა გინდა, რომ ვიგრძნო?

წარმოიდგინე მისი პასუხი: „შენ გინდა დამივიწყო… მაგრამ შენს შიშს ჩემს სახეს აძლევ. არ გინდა დამინახო, როგორც სევდა. მე არ ვარ მტერი — მე ვარ ის, რაც დაგრჩა გულში, როცა გაჩუმდი. მე ვარ ის, რასაც ვერ ამბობ.“

2. როდის გაჩნდი პირველად?

პასუხი: იმ ღამეს, როცა პირველად იგრძენი, რომ მარტო იყავი და ვერავინ გიგებდა. შენ მაშინ მე დამარქვი კოშმარი.

3. რისი თქმა გინდა სინამდვილეში, რაც ჯერ ვერ ამოვთქვი?

პასუხი: გთხოვ, არ გამაქრო. უბრალოდ შემამჩნიე. მიცანი როგორც ტკივილი, და არა როგორც ურჩხული. მე უბრალოდ მინდა, რომ ერთხელ მაინც მითხრა: ‘შენ არსებობ, და მე არ მეშინია შენი.’”

author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi