როგორ უნდა აიცილოთ თავიდან საშიში დაავადებები ემოციებისა და ქცევის კონტროლით

0
127
ტაროს კარტი

ადამიანმა რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და ბედნიერად იცხოვროს, აუცილებელია, კარგად იცოდეს თავისი ენერგიის სწორად მართვა და საკუთარ სხეულს უფრო გონივრულად მიუდგეს. ზოგადად, ადამიანს 12 ძირითადი კოსმიური მერიდიანი მართავს და ამასთან ერთად, დამხმარე მერიდიანებიც, ანუ ენერგოვიბრაციული ველების მატარებელი არხებიც, რომლებსაც ნათელი კოსმიური ენერგია ძირითად ენერგოცენტრებთან და ორგანოებთან მიაქვთ. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანის ვიბრაციების ველები სუფთა იყოს. თუმცა, შესაძლოა, ეს ბიოველები და მერიდიანები დაბინძურდეს. მერიდიანების დაბინძურება კი, ძირითადად, ორი გზით ხდება, კერძოდ, შიდა ფაქტორებით: ნეგატიური სიტყვით, ქმედებით, აზრით, უკონტროლო მოქმედებით ან გარე ფაქტორებით: თვალით, ჯადოთი და ასე შემდეგ. აგრეთვე, არსებობს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ფაქტორი, როცა ადამიანი, არასწორი მოქმედების შედეგად, თავის სხეულთან მიმართებაში ენერგიის მსვლელობას ჭედავს. ამ დროს ენერგია გარკვეულ მერიდიანში არ გადის და ამის შედეგად ის სადღაც ჩერდება. ხოლო, როგორც კი ენერგიის მოძრაობა შეყოვნდება ან შეჩერდება, ადამიანს პრობლემები ეწყება. ძირითადად, ამ დროს სტკივა რომელიმე ის ორგანო, რომელთანაც ის ენერგომერიდიანი მიდის.

ყურის ბიბილო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ენერგოცენტრია. თუ არ იცით, რა ენერგოცენტრზე ხდება ზეგავლენა ყურის გახვრეტის დროს, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოთ. თუ ჯანმრთელი ადამიანის ენერგიის ცირკულაცია საკმაოდ საღია და ნორმალური, მან შეიძლება, ეს დარღვევა თავდაპირველად ვერც აღიქვას, ერთი-ორი წლის განმავლობაში ცვლილებაც ვერ შეამჩნიოს, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ენერგიის მოძრაობა სუსტდება და ეს უკვე საგრძნობი ხდება. სწორედ ამ დროს ხდება ენერგიის დაგროვება, მისი არასწორი გადანაწილება. შედეგად კი რომელიღაც ორგანო ზიანდება და მისი მკურნალობა კი ვეღარ ხერხდება. იგივე ითქმის ცხვირის გახვრეტასთან დაკავშირებითაც. ჭიპი კი ადამიანის ძირითადი ენერგოცენტრია და მისი გახვრეტის დროს აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე,.

ადამიანის კაპილარული სისტემა სხეულის თითოეულ უჯრედში გადის. ელექტრომერიდიანებსაც დატოტვილი სისტემა აქვს, ანუ, მათ აქვთ უნარი, გადაიტანონ ენერგია და ის მთელ სხეულზე გადაანაწილონ. კაპილარებს შორის არის მცირეოდენი ადგილები, ამიტომ ნებისმიერი ორგანოს გახვრეტის დროს საჭიროა, დააკვირდეთ, რომ ნახვრეტის ადგილას კაპილარი არ გადიოდეს, რათა ნემსი მერიდიანის კაპილარს არ მოხვდეს. ნემსი კაპილარებს შორის უნდა გაატაროთ. თუ ის ენერგომერიდიანის გამტარ კაპილარს მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად დაგუბდება ენერგია, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასაზრდოოს ის ორგანო, საითაც ეს ენერგია მიდის და, ადრე თუ გვიან, ადამიანს ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყება… სრულად

READ  უმდიდრესი ადამიანების საფულეების 5 საიდუმლო
author avatar
SheniHoroskopi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi