ოქტომბრის სავსემთვარეობა 17 ოქტომბერს დადგება, როდესაც 2024 წლის ყველაზე კაშკაშა სუპერმთვარე იქნება.
ოქტომბრის სავსემთვარეობას „მონადირის მთვარეს“ უწოდებენ – ბევრი ცხოველი ამ პერიოდში აქტიურდება და მონადირეებს მთვარის კაშკაშა შუქი ღამით ნადირობაში ეხმარებოდა. აქედან მოდის ეს სახელწოდებაც.
გარდა იმისა, რომ სუპერმთვარე საოცარი სანახაობაა, ის გავლენას ახდენს ზოგიერთ ბუნებრივ მოვლენაზე. ცნობილია, რომ სუპერმთვარეობის დროს მთვარის გაზრდილი გრავიტაციული ძალის გამო ოკეანეების მიქცევა-მოქცევა ძლიერდება. ამ ფენომენმა შეიძლება გამოიწვიოს ოკეანეებში წყლის დონის მატება, ასევე, გარკვეული მეტეოროლოგიური პროცესების გააქტიურება.
სავსე მთვარე ადამიანებზეც მოქმედებს, მათში მღელვარებას იწვევს. ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებსაც კი უჭირთ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება.
წელს სავსემთვარეობა თვის კოსმოსური „დაძაბულობის ეპიცენტრად“ გადაიქცევა – 17 ოქტომბერს პლუტონი, მარსი, მზე და მთვარე განლაგდებიან ჯვრის კონფიგურაციით, რაც აგრესიული ენერგიის უზარმაზარ მოზღვავებას გამოიწვევს. ასე რომ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და მეტოქეობა; ფრთხილად იყავით მანქანის მართვისას და თავი აარიდეთ ხალხმრავლობას.
მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე, დაიცავით ბალანსი თქვენს ამბიციებსა და სხვების ინტერესებს შორის, ფრთხილად იმოქმედეთ და არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას.
რაც მთავარია, არ დაკარგოთ ოპტიმიზმი და გახსოვდეთ, რომ ოქტომბერში ცვალებადია არა მხოლოდ ამინდი, არამედ ბედიც. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს თვე განსაზღვრავს უახლოესი მომავლის ტონს და მოგცემთ ნიშანს, წინ რა გელოდებათ.
ამიტომ შეეცადეთ კარგად გაიაზროთ, რა გაწუხებთ, რა არღვევს თქვენს წონასწორობას, რა იწვევს ძლიერ, გაუგებარ რეაქციას. უფრო მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ირწმუნეთ, რომ „ამის გაკეთება შეგიძლიათ“ და მოგვიანებით, როცა მთვარე კლებას დაიწყებს და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ, იმოქმედეთ!
მთვარე სავსე იქნება დაახლოებით სამი დღის განმავლობაში, ამიტომ დაკვირვება შეიძლება დაიწყოთ ოთხშაბათ საღამოს, 16 ოქტომბერს. გამოიყენეთ აპლიკაცია Sky Tonight, რათა გაიგოთ, როდის გამოჩნდება სუპერმთვარე იქ, სადაც თქვენ იმყოფებით.
მასალის გამოყენების პირობები