კურო
გაგახარებს ფინანსური სიურპრიზი ან ძველი მცდელობის მოულოდნელი შედეგი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის, რაც „აღარ გამოვა“ გეგონებოდა – სწორედ ახლა ამუშავდება. არ გამოტოვო არც ერთი ზარი ან შეტყობინება – კარგი ამბავი გზაშია.
ლომი
ლომებს შეიძლება ელოდოთ შთამაგონებელი შეხვედრა ან მოწვევა ისეთ ადგილას, სადაც თავი ვარსკვლავად იგრძნობ. შაბათ-კვირა დაგიბრუნებს თავდაჯერებას და შეიძლება ერთმა დეტალმა სრულიად შეგიცვალოს განწყობა.
მშვილდოსანი
მოგზაურობის მოყვარულო მშვილდოსანო – თუნდაც მოულოდნელი პატარა გასეირნება, სავსეა სიხარულით. საინტერესო ადამიანი ან ახალი პერსპექტივა გელის, რომელიც დაგაფიქრებინებს: „ამას როგორ ვამჩნევდი აქამდე?“
თევზები
შენს ცხოვრებაში შეიძლება ამ შაბათ-კვირას გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გულწრფელად გაგახარებს. სიურპრიზი შეიძლება მოდიოდეს სიყვარულიდან, მეგობრობიდან ან სულაც უჩვეულო დახმარებიდან. შენ უბრალოდ გულით მიიღე – იმსახურებ.
ტყუპები
მოულოდნელი ინფორმაცია ან მესიჯი წარსულიდან შეიძლება დაუჯერებელი გახდეს. ეს შაბათ-კვირა კომუნიკაციის სიურპრიზებით იქნება სავსე – ძველი იდეა, ახალი შანსი ან პერსპექტივა შენს თავში სინათლეს აანთებს.
შაბათ-კვირა ყველასთვის დასვენებაა, მაგრამ ამ ნიშნებისთვის შესაძლოა – რაღაც ბევრად მეტი აღმოჩნდეს. თუ შენს ზოდიაქოს მოხვდა სიაში – იყავი მზად იღბლისთვის. და თუ არა – გახსოვდეს: ზოგჯერ ყველაზე მაგარი სიურპრიზი მოდის მაშინ, როცა საერთოდ არ ელი